https://sputnik-georgia.com/20220921/putini-videomimartva-270632391.html
„ეს ბლეფი არ არის“: პუტინმა დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა
„ეს ბლეფი არ არის“: პუტინმა დასავლეთის ქვეყნები გააფრთხილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში გამოყენებული იქნება თავდაცვის ყველა შესაძლო საშუალება, განაცხადა... 21.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-21T11:18+0400
2022-09-21T11:18+0400
2023-07-20T15:46+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269463291_0:0:2343:1319_1920x0_80_0_0_b816f36d78a3b014297824bf85d0f581.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში გამოყენებული იქნება თავდაცვის ყველა შესაძლო საშუალება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვისას.მისი თქმით, ეს განცხადება „ბლეფი არ არის“.ამასთან, ის ქვეყნის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათი სამშობლოს „ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება“ უზრუნველყოფილი იქნება.პუტინმა ვიდეომიმართვაში ახსენა „ნატოს ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესაძლებლობისა და დასაშვებობის შესახებ“.მანამდე, დღეიდან, 21 სექტემბრიდან ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, გაწვევას მხოლოდ რეზერვში მყოფი და სამხედრო სამსახურგავლილი მოქალაქეები დაექვემდებარებიან.*„ქარის ვარდი“ - ჰაერის მასების გადანაცვლება ერთი მიმართულებით, რაც ჰორიზონტის მხარეებს შეესაბამება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269463291_18:0:2165:1610_1920x0_80_0_0_719e6cad3504193f52b3e786e7e222e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემთხვევაში გამოყენებული იქნება თავდაცვის ყველა შესაძლო საშუალება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვისას.
მისი თქმით, ეს განცხადება „ბლეფი არ არის“.
„მათ, ვინც რუსეთის დაშანტაჟებას ცდილობს ბირთვული იარაღით, უნდა იცოდნენ, რომ „ქარის ვარდი“* შეიძლება მათკენ შებრუნდეს“, − განაცხადა პუტინმა.
ამასთან, ის ქვეყნის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მათი სამშობლოს „ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და თავისუფლება“ უზრუნველყოფილი იქნება.
პუტინმა ვიდეომიმართვაში ახსენა „ნატოს ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების შესაძლებლობისა და დასაშვებობის შესახებ“.
„მათ, ვინც საკუთარ თავს უფლებას აძლევს, მსგავსი განცხადებები გააკეთოს რუსეთზე, მინდა შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა სახის გამანადგურებელი საშუალებები აქვს − ცალკეულ კომპონენტებში უფრო თანამედროვეც კი, ვიდრე ნატოს ქვეყნებს გააჩნიათ“, − თქვა მან.
მანამდე, დღეიდან, 21 სექტემბრიდან ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, გაწვევას მხოლოდ რეზერვში მყოფი და სამხედრო სამსახურგავლილი მოქალაქეები დაექვემდებარებიან.
*„ქარის ვარდი“ - ჰაერის მასების გადანაცვლება ერთი მიმართულებით, რაც ჰორიზონტის მხარეებს შეესაბამება.