პუტინი: რუსეთი მხარს დაუჭერს რეფერენდუმის შედეგებს

© photo: Sputnik / Pavel Bedniakov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. რუსეთი მხარს დაუჭერს გადაწყვეტილებას, რომელსაც დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებლები მიიღებენ რეფერენდუმის ფარგლებში, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვისას.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ გადაწყვეტილებას მათი მომავლის შესახებ, რომელსაც დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცხოვრებთა უმრავლესობა მიიღებს“, − განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა დონბასში რეფერენდუმების ჩასატარებლად უსაფრთხო პირობები უზრუნველყოს.
მანამდე, 19 სექტემბერს რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის საზოგადოებრივმა პალატებმა პრორუსული ხელისუფლების ხელმძღვანელებს − დენის პუშილინსა და ლეონიდ პასეჩნიკს რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის დაუყოვნებლივ ჩატარების ინიციატივით მიმართეს. მეორე დღეს, 20 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში რეფერენდუმები 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0