პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა: გაწვევა დღეიდან იწყება

© photo: Sputnik / Aleksey Danichev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობისადმი გუშინ დაანონსებული ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები უკრაინაში უცვლელი რჩება“.
ამასთან პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, არმიაში გაწვევას მხოლოდ რეზერვში მყოფი მოქალაქეები ექვემდებარებიან.
პუტინის თქმით, სამობილიზაციო ღონისძიებები დღეიდან დაიწყება.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მობილიზებულ მოქალაქეებს, რომლებიც „სამხედრო სპეცოპერაციაში“ მიიღებენ მონაწილეობას, ხელფასები დაენიშნებათ, როგორც საკონტრაქტო სამსახურში მყოფებს.
გარდა ამისა, ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის პერიოდში სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც პირისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0