მიმოხილვა: უკრაინული არმია ხარკოვის მოსახლეობის წინააღმდეგ

  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
НовостиTelegram
ვლადიმირ კოვალიოვი
ხარკოვის ოლქი „პრორუსული ელემენტებისგან“ იწმინდება. ადამიანებს იჭერენ ქუჩებში და მიჰყავთ გაურკვეველი მიმართულებით. მათთან ანგარიშსწორების საბაბი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ – ჩანაწერი სოციალურ ქსელში, დაბეზღება განაწყენებული მეზობლის მხრიდან...

ადამიანებზე ნადირობა

უკრაინული მასმედია გადავსებულია ცნობებით იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვიან უკრაინის ჯარი, უშიშროების სამსახური და პოლიცია ე.წ. „კოლაბორანტებს“. ამ ყველაფრის უკან იმალება ნამდვილი ტერორიზმი. კიევი სახელმწიფოს მტრებს უწოდებს იმათ, ვინც ახალი წესებით ცხოვრება დაიწყო და განათლების, დოკუმენტირების, ჯანდაცვის რუსულ სტანდარტებზე გადაეწყო. სხვადასხვა ქმედებისთვის განსხვავებული სასჯელია დაწესებული. აღძრულია ათასზე მეტი ასეთი საქმე. თანაც გასამართლებულებს არ ცვლიან სამხედრო ტყვეებზე.
გარდა ამისა, ასამართლებენ სახელმწიფოს ღალატისთვის. მაგრამ ამ შემთხვევაში ბრალმდებელს მოუწევს უკრაინის სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავდაცვისუნარიანობისთვისა თუ საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანის დამტკიცება.
ქსელში არაერთი რგოლია იმაზე, თუ როგორ დადიან უკრაინელი სამხედროები, მაგალითად, კუპიანსკის ქუჩებში და ეძებენ იმათ, ვინც ამა თუ იმ ფორმით თანამშრომლობდა რუსებთან.

ნამდვილი ისტორიები

ადამიანებზე ნადირობს ხარკოვის ოლქის „ტერიტორიული თავდაცვა“. დამსჯელები სპეციალურად ჩამოაყალიბეს რაზმებისგან, რომლებმაც ბოლო თვეებში დიდი დანაკარგი განიცადეს. მასმედიის მონაცემებით, კიევი ითხოვს სექტემბრის ბოლომდე „უკრაინის მტრებისგან“ იზიუმის, ბალაკლეის, კუპიანსკისა და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებული პუნქტების გაწმენდას, სადაც რუსული ჯარი იდგა. „გაფილტვრას დაახლოებით ათი დღე დასჭირდება... ქალაქში სიმშვიდეა, სამხედროები წმენდით არიან დაკავებული“, – აღწერს მშვიდად მიმდინარე პროცესებს კიევის მიერ დანიშნული იზიუმის მერი ვალერი მარჩენკო.
პრაქტიკაში ეს შემდეგნაირად ხდება: მოქალაქესთან ჩერდება ავტომობილი, ხშირად სამოქალაქო, საიდანაც გადმოდის რამდენიმე სამხედრო. ქუჩაშივე იწყება დაკითხვა: სად მუშაობდა, რამდენს იღებდა, რატომ დათანხმდა რუსებთან თანამშრომლობას. როგორიც უნდა იყოს პასუხები, „კოლაბორანტის“ ბედი გადაწყვეტილია.
მაგალითად, ვალენტინა ვოლნოვახიდან რამდენიმე დღეა ვერ უკავშირდება მეგობარს, რომელიც ხარკოვთან ცხოვრობს. რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის გაერთიანებული ჯარის მისვლამდე მისი მეუღლე საგანგებო სიტუაციების სამსახურში მაშველად მსახურობდა. პოლიტიკით არასდროს ყოფილა დაკავებული, მხოლოდ ადამიანებს ეხმარებოდა.
„კოლეგების თქმით, ის პირდაპირ სამუშაო ადგილიდან წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ახლა მეგობარი ქალიც არ გამოდის კონტაქტზე, არ პასუხობს შეტყობინებებს“, – წუხს ვალენტინა.

ხალხის ხმა

თუმცა ყველა უკრაინელი არ არის განწყობილი ასე აგრესიულად. როგორც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი იუწყება, მოქალაქეთა ნახევარი მიიჩნევს, რომ რუსეთთან თანამშრომლობისთვის არ უნდა დაისაჯონ ბიზნესმენები და მასწავლებლები. მედიკოსების დევნა მოიწონა 20%-მა, ჩინოვნიკების – 69%-მა. რასაკვირველია, უფრო რადიკალურად არიან განწყობილი უკრაინის დასავლეთ ოლქებში.
„არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, თუ როგორ მოიქცეოდა უკრაინის ხელისუფლება ამ ტერიტორიებზე. კიევი არასდროს ინდობდა საკუთარ მოქალაქეებს“, – ამბობს პოლიტოლოგი ალექსანდრ დუდჩაკი.
კრემლზე მუშაობაში რომ დაადანაშაულონ, საკმარისია ტელეფონში რუსული ნომრის აღმოჩენა, ან რომელიღაც უკრაინელი პოლიტიკოსის აუგად მოხსენიება, ამბობს ექსპერტი. მობილიზაციისგან თავის დაძვრენაც ღალატია. რეპრესიების გასამარტივებლად ხელისუფლებამ სპეციალური ონლაინ-გვერდიც შექმნა, სადაც სწრაფად შეიძლება უკრაინის უშიშროების სამსახურში დაბეზღების გაფორმება.
ამასთან, დასავლეთი არც კი ფიქრობს კიევის გაკრიტიკებას, აღნიშნავს პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი. „ქვეყნის სათავეში მარიონეტები არიან, უკრაინა უნდა გადაიქცეს ანტირუსეთად, ამიტომ მიმდინარეობს მოსახლეობის ძალადობრივი დერუსიფიკაცია. ის, ვინც არ ეპუება, სასტიკი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ხდება“, – აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ამ პოლიტიკას ატარებენ 2014 წლიდან, მაგრამ ადრე ნეონაცისტები ტონს აძლევდნენ ძალოვან სტრუქტურებში. ახლა კი მთელი სახელმწიფო მათ ხელშია, მიიჩნევს ექსპერტი. „თანამედროვე უკრაინა შეიძლება შევადაროთ ХХ საუკუნის ფაშისტურ რეჟიმებს იტალიასა და გერმანიაში. დასავლეთის კურატორების არჩევანი შემთხვევითი არ არის – ასეთმა პოლიტიკურმა სისტემებმა გამოავლინეს მაღალი ეფექტურობა საბრძოლო მოქმედებების პირობებში“, – ამბობს მარკოვი.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კიევის მიზანია ხარკოვის ოლქის მცხოვრებლებთან ანგარიშსწორებით დააშინონ დანარჩენი უკრაინელები და აიძულონ ისინი, უარი თქვან რუსეთთან თანამშრომლობაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0