ლიტერატურულ კონკურს „მუზაში" ნომინაციების რაოდენობა გაიზარდა

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და კულტურის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისია.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. გასულ წელს დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს „წლის საუკეთესო" კულტურის სამინისტრომ სახელი შეუცვალა და ნომინაციების რაოდენობა გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს კონკურსი განახლებული სახით განხორციელდება. კერძოდ, კონკურსი ჩატარდება ახალი სახელწოდებით – „მუზა", რომლის სიმბოლო მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზა" იქნება. ასევე კონკურში გამარჯვებულები, ოთხი ნომინაციის ნაცვლად, 11 ნომინაციაში გამოვლინდებიან.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
1.
წლის საუკეთესო რომანი;
2.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
3.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
4.
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე;
5.
წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);
6.
წლის საუკეთესო თარგმანი;
7.
წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;
8.
წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;
9.
წიგნის საუკეთესო დიზაინი;
10.
წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;
11.
ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ ერთი ავტორის მიერ შექმნილი ნაწარმოები, კრებული, წიგნის ქართულენოვანი თარგმანი, ლიტერატურული კრიტიკა/რეცენზია, წიგნის დიზაინი ან ინოვაციური ლიტერატურული პროექტი.
კონკურსი ყოველწლიურად სექტემბერში გამოცხადდება. მისი მიზანი ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა, ქვეყანაში საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა, ხელოვანთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება, ქართველი ავტორების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების გამოვლენაა.
გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრემია 5 ათასი ლარის ოდენობით. საკონკურსო განაცხადები 19 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის 12:00 საათამდე მიიღება, ხოლო კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში.
ლიტერატურული კონკურსი ყოველწლიურად ჩატარდება და მასში მონაწილეობის უფლება საქართველოში რეგისტრირებულ გამომცემლებს/საგამომცემლო სახლებს და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს ექნებათ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0