ფუტსალი: საქართველოს ნაკრები რიგის თასის გამარჯვებული გახდა
11:50 21.09.2022 (განახლებულია: 16:03 21.09.2022)
© Georgian Football Federation Lasha Kuprashvili საქართველოს ფუტსალის ნაკრები
© Georgian Football Federation Lasha Kuprashvili
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ ტურნირზე ორი ტესტ-მატჩი გამართა და ორივე დამაჯერებლად მოიგო.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართული ამხანაგური ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა რიგაში ორი ტესტ-მატჩი გამართა. საქართველოს ნაკრებმა ჯერ ლიეტუვის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 6:3, გუშინ კი მასპინძელ ლატვიას ორბურთიანი სხვაობით 4:2 სძლია.
ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების მხრიდან თითო გოლი თალესმა და ბინიომ გაიტანეს, ხოლო ფერნანდო დრასლერმა დუბლი გაიფორმა.
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: კუპატაძე, თოფურია, თოდუა, კეკელუა, ჭუმბურიძე, ჯამბურია, ბუკია, თალესი, რონინიო, დრასლერი, ქურდაძე, ბინიო, ლურენსო, საიოტი, პეტრი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. გუნდი 8 ოქტომბერს თბილისში პირველ შეხვედრას გამართავს ბელგიის წინააღმდეგ. 12 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები სტუმრად ავსტრიაში ითამაშებს.