მძღოლების საყურადღებოდ! ბათუმი-ახალციხის გზაზე შეზღუდვები ამოქმედდება

© Depositphotos.com / yocamonსატვირთო ავტომობილი
სატვირთო ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
საავტომობილო გზის ერთ მონაკვეთზე მიწის ხელოვნურად ჩამოშლის სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)–ახალციხის გზაზე დღეს, 21 სექტემბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეზღუდვები ბათუმი(ანგისა)–ახალციხის გზის 86+440–86+600 კმ მონაკვეთზე დაწესდება. უწყების ცნობით, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხულო-გოდერძის გზის რეაბილიტაციის პირველი ლოტის ფარგლებში მიმდინარეობს მიწის ხელოვნურად ჩამოშლის სამუშაოები.
ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით ბათუმი(ანგისა)–ახალციხის გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 10:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე პერიოდებში.
მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0