მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალი ანტირუსული სანქციები: წარმომადგენელთა პალატამ კიდევ ერთი კანონპროექტი მიიღო

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
თბილისი, 21 სექტემბერი − Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ახალი კანონპროექტი მიიღო, რომელიც რუსების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტის ავტორი კონგრესმენი ტომ მალინოვსკია. ახლა კანონპროექტი სენატმა უნდა განიხილოს.

„დღეს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა ტომ მალინოვსკის კანონპროექტი კორუფციის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ბაიდენის ადმინისტრაციას, სანქციები დაუწესოს ორასამდე რუს სახელმწიფო მოსამსახურესა და სხვა პირს“, − ნათქვამია განცხადებაში.

კანონპროექტის ტექსტში, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ფიგურირებენ: რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი და ხელისუფლებისა თუ ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები, მათ შორის მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი.
დოკუმენტში დაზუსტებულია, რომ სანქციების დაწესება იგეგმება „პუტინისა და უკრაინის წინააღმდეგ მისი სამხედრო მოქმედებების კრიტიკული მხარდაჭერისთვის“. გარდა ამისა, სანქციების დაწესება გათვალისწინებულია ადამიანის უფლებების დარღვევისთვისაც.
ყველა ახალი ამბავი
0