https://sputnik-georgia.com/20220920/tavdasxma-saqartvelos-bankze-sss-m-specoperaciis-sesaxeb-detalebi-gaavrcela-270623903.html
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: შსს-მ სპეცოპერაციის შესახებ დეტალები გაავრცელა
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: შსს-მ სპეცოპერაციის შესახებ დეტალები გაავრცელა
Sputnik საქართველო
მედიის ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T22:01+0400
2022-09-20T22:01+0400
2022-09-20T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
ქუთაისი
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270617104_167:0:2227:1159_1920x0_80_0_0_6d9f70863b978200482561624a31c647.png
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა და მას ბანკის შენობაში 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.წყარო - შსს
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270617104_679:0:2224:1159_1920x0_80_0_0_f63991e2988683b39936406f86a8e713.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“: შსს-მ სპეცოპერაციის შესახებ დეტალები გაავრცელა
მედიის ინფორმაციით, გრიგოლ ნარსია შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი 1985 წელს დაბადებული გრიგოლ ნარსიაა და მას ბანკის შენობაში 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.