https://sputnik-georgia.com/20220920/sss-m-bankze-tavdamsxmelis-dakaveba-daadastura-specoperaciis-sedegad-aravin-ar-dasavda-270622307.html
შსს-მ ბანკზე თავდამსხმელის დაკავება დაადასტურა, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა
შსს-მ ბანკზე თავდამსხმელის დაკავება დაადასტურა, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა
Sputnik საქართველო
ოფიციალურმა ორგანოებმა დაადასტურეს, რომ ქუთაისში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T20:37+0400
2022-09-20T20:37+0400
2022-09-20T21:37+0400
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259882433_0:0:3484:1961_1920x0_80_0_0_d52d8a0d01595492a4e3379182b4153d.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სპეცოპერაცია ქუთაისში, სადაც უცნობმა პირმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები აიყვანა, დასრულებულია, დამნაშავე აყვანილია, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. თავიდან მოთხოვნილი იყო 2 მლნ დოლარი, შემდეგ თავდამსხმელმა შეცვალა მოთხოვნა და 1,5 მლნ დოლარი მოითხოვა. ასევე ის ითხოვდა ვერტმფრენს, რაციას და რუსეთის დროშას.მოთხოვნები შერბილდა: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი 1,5 მილიონ დოლარზეა თანახმა >>ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სპეცსამსახურები და ტექნიკა. თავდამსხმელთან მოლაპარაკებები მძევლების შუამავლობით მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ბოროტმოქმედი მძევლებს სოციალურ ქსელებში პერიოდულად პირდაპირი ეთერის ჩართვას აიძულებდა.მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციის მსვლელობას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აკვირდებოდა, რომელიც ქუთაისში დღის მეორე ნახევარში ვერტმფრენით ჩაფრინდა.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (მძევლად ხელში ჩაგდება), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259882433_538:0:3269:2048_1920x0_80_0_0_b62edf046217dd9a757aa6d04f9fa468.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
შსს-მ ბანკზე თავდამსხმელის დაკავება დაადასტურა, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა
20:37 20.09.2022 (განახლებულია: 21:37 20.09.2022) ოფიციალურმა ორგანოებმა დაადასტურეს, რომ ქუთაისში სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სპეცოპერაცია ქუთაისში, სადაც უცნობმა პირმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები აიყვანა, დასრულებულია, დამნაშავე აყვანილია, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა.
„სპეცოპერაცია დასრულდა, ერთი პირი დაკავებულია“, – განაცხადა კოვზიაშვილმა, მაგრამ ჟურნალისტების დამატებით კითხვებს არ უპასუხა.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. თავიდან მოთხოვნილი იყო 2 მლნ დოლარი, შემდეგ თავდამსხმელმა შეცვალა მოთხოვნა და 1,5 მლნ დოლარი მოითხოვა. ასევე ის ითხოვდა ვერტმფრენს, რაციას და რუსეთის დროშას.
ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ სპეცსამსახურები და ტექნიკა. თავდამსხმელთან მოლაპარაკებები მძევლების შუამავლობით მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ბოროტმოქმედი მძევლებს სოციალურ ქსელებში პერიოდულად პირდაპირი ეთერის ჩართვას აიძულებდა.
მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 9 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციის მსვლელობას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აკვირდებოდა, რომელიც ქუთაისში დღის მეორე ნახევარში ვერტმფრენით ჩაფრინდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე (მძევლად ხელში ჩაგდება), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), 323-ე (ტერორისტული აქტი) და 329-ე (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) მუხლებით მიმდინარეობს.