https://sputnik-georgia.com/20220920/somxets-saqartvelo-rusetis-sazrvarze-meti-sabajo-surs-270626194.html
სომხეთს საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო პუნქტების რაოდენობის გაზრდა სურს
სომხეთს საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო პუნქტების რაოდენობის გაზრდა სურს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე დღეისათვის მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T22:50+0400
2022-09-20T22:50+0400
2022-09-21T13:58+0400
ახალი ამბები
სომხეთი
რუსეთი
საქართველო
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269207758_0:77:829:543_1920x0_80_0_0_7e428ba76c73f81095784d281e56f37a.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. სომხეთის ხელისუფლება გეგმავს საქართველო-რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაზრდას ექსპორტირებული პროდუქციის გადამზიდი სატვირთოების გასატარებლად, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არმან ხოჯოიანმა.საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე დღეისათვის მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს – „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი".პოლიტიკოსის თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობის გაზრდა 2022 წლის ბოლომდე იგეგმება, რაც გამტარუნარიანობას 15-20 პროცენტით გაზრდის.ხოჯოიანის თქმით, დღეს სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით ექსპორტის მიზნით დღეში გადის 320-მდე სატვირთო მანქანა, რომელიც საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ხშირად ფერხდება. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე რუსეთში ექსპორტირებული სურსათის მიწოდება ძირითადად საზღვაო გზით ხდებოდა, ახლა ლოჯისტიკა უფრო რთული და სახიფათო გახდა, ამიტომ პროდუქციის მიწოდება საგზაო ტრანსპორტით ხდება, რაც გავლენას ახდენს რუსეთის ფედერაციაში შეტანილი საქონლის საბოლოო ღირებულებაზე.„ამ პრობლემას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროსთანაც განვიხილავთ, რადგან ზოგჯერ ყველა ეს შეფერხება საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და გზებზე სატრანსპორტო ხარჯების ზრდას იწვევს. ჩვენ ქვეყნებს სურს, რომ პროდუქტები, განსაკუთრებით კი სასურსათო პროდუქტები, ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი... ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ბოლომდე უფრო მეტი პუნქტი გაიხსნება... ეს არის საქართველო-რუსეთი, ზემო ლარსის პუნქტზე“, – განაცხადა ხოჯოიანმა სოჭში კვების მრეწველობის ფორუმ Innofood-ზე.მან აღნიშნა, რომ დამატებითი პუნქტების გახსნა დადებითად აისახება რუსეთის ფედერაციაში მიწოდებული სომხური პროდუქციის ფასზე. ხოჯოიანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში ექსპორტირებულ პოპულარულ პროდუქტებს შორის არის ახალი ბოსტნეული და ჩირი. ამ უკანასკნელის ექსპორტის მოცულობა, მინისტრის მოადგილის თქმით, 2022 წელს რვაჯერ გაიზარდა.მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობამ 20 ივნისს მოიწონა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინადადება „ზემო ლარსის“ პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობის შესახებ, რომელსაც საბაჟოზე 250 სატვირთოს გატარება შეუძლია.
სომხეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269207758_0:0:827:620_1920x0_80_0_0_ff5824b23f95e7e4ddf5e2f908d01648.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სომხეთი, რუსეთი, საქართველო, ეკონომიკა
ახალი ამბები, სომხეთი, რუსეთი, საქართველო, ეკონომიკა
სომხეთს საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო პუნქტების რაოდენობის გაზრდა სურს
22:50 20.09.2022 (განახლებულია: 13:58 21.09.2022) საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე დღეისათვის მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. სომხეთის ხელისუფლება გეგმავს საქართველო-რუსეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების გაზრდას ექსპორტირებული პროდუქციის გადამზიდი სატვირთოების გასატარებლად, განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ არმან ხოჯოიანმა.
საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე დღეისათვის მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოქმედებს – „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი".
პოლიტიკოსის თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობის გაზრდა 2022 წლის ბოლომდე იგეგმება, რაც გამტარუნარიანობას 15-20 პროცენტით გაზრდის.
ხოჯოიანის თქმით, დღეს სომხეთიდან რუსეთში საქართველოს გავლით ექსპორტის მიზნით დღეში გადის 320-მდე სატვირთო მანქანა, რომელიც საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ხშირად ფერხდება. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყებამდე რუსეთში ექსპორტირებული სურსათის მიწოდება ძირითადად საზღვაო გზით ხდებოდა, ახლა ლოჯისტიკა უფრო რთული და სახიფათო გახდა, ამიტომ პროდუქციის მიწოდება საგზაო ტრანსპორტით ხდება, რაც გავლენას ახდენს რუსეთის ფედერაციაში შეტანილი საქონლის საბოლოო ღირებულებაზე.
„ამ პრობლემას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროსთანაც განვიხილავთ, რადგან ზოგჯერ ყველა ეს შეფერხება საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და გზებზე სატრანსპორტო ხარჯების ზრდას იწვევს. ჩვენ ქვეყნებს სურს, რომ პროდუქტები, განსაკუთრებით კი სასურსათო პროდუქტები, ყველასათვის იყოს ხელმისაწვდომი... ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ბოლომდე უფრო მეტი პუნქტი გაიხსნება... ეს არის საქართველო-რუსეთი, ზემო ლარსის პუნქტზე“, – განაცხადა ხოჯოიანმა სოჭში კვების მრეწველობის ფორუმ Innofood-ზე.
მან აღნიშნა, რომ დამატებითი პუნქტების გახსნა დადებითად აისახება რუსეთის ფედერაციაში მიწოდებული სომხური პროდუქციის ფასზე. ხოჯოიანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში ექსპორტირებულ პოპულარულ პროდუქტებს შორის არის ახალი ბოსტნეული და ჩირი. ამ უკანასკნელის ექსპორტის მოცულობა, მინისტრის მოადგილის თქმით, 2022 წელს რვაჯერ გაიზარდა.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობამ 20 ივნისს მოიწონა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინადადება „ზემო ლარსის“ პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში დამატებითი საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობის შესახებ, რომელსაც საბაჟოზე 250 სატვირთოს გატარება შეუძლია.