https://sputnik-georgia.com/20220920/simartle-tevzeulis-sesaxeb-270594290.html
სიმართლე თევზეულის შესახებ: დასახელდა საჭმელად სახიფათო სახეობები
სიმართლე თევზეულის შესახებ: დასახელდა საჭმელად სახიფათო სახეობები
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. თევზი ცილების შესანიშნავი წყარო და ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვებია. ის ასევე შეიცავს უამრავ ცხიმმჟავა ომეგა-3-ს... 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T13:33+0400
2022-09-20T13:33+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24051/97/240519726_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_5f00add7430158e49d623a3f87ef772e.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. თევზი ცილების შესანიშნავი წყარო და ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვებია. ის ასევე შეიცავს უამრავ ცხიმმჟავა ომეგა-3-ს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს და აუცილებლად გარედან უნდა მივიღოთ.თუმცა ბოლო პერიოდში ზღვების დაბინძურება გვაიძულებს დავფიქრდეთ, რამდენად სასარგებლოა თევზი, რომლითაც ვიკვებებით.საქმე ისაა, რომ წყალსაცავების მძიმე ლითონებით დაბინძურების გამო თევზებში იზრდება ისეთი საშიში ელემენტების დონე, როგორებიცაა: ვერცხლისწყალი, ტყვია, კადმიუმი. დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში თევზეულთან ერთად მოხვედრილი ამ ნივთიერებების რაოდენობა იზრდება და ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას, მათ შორის კიბოს იწვევს. ამიტომ თევზის ჭამისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.თუ რა უნდა გავითვალისწინოთ თევზის ყიდვისას, რომელ სახეობებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და როგორ მოვამზადოთ ის ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, ამაზე დიეტოლოგი ბაშაკ ინსელ აიდინი საუბრობს.რომელს მივანიჭოთ უპირატესობაგამომდინარე იქიდან, რომ მძიმე ლითონებთან შეხება წყალსაცავების სიღრმეში მცხოვრებ თევზებს უფრო აქვთ, ჯობს უპირატესობა წყლის ზედაპირზე ბინადარ (პელაგიურ) სახეობებს მიანიჭოთ. ესენია:ყველაზე მეტად დაბინძურებულ სახეობებს მიეკუთვნება:რასთან ერთად ვჭამოთ თევზიზოგი საკვები, რომელსაც თევზთან ერთად ვჭამთ, აადვილებს მის მონელებას, ზოგი კი, პირიქით − ხელს უშლის ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად შესაძლოა ძალიან სასარგებლოც იყოს ჯანმრთელობისთვის.ამის მაგალითია კიბოს საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით ცნობილი რუკოლა, რომელიც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. ამიტომ თევზეულთან კომბინაციაში ის კალციუმის შეწოვას აფერხებს.თევზეული C ვიტამინის შემცველ პროდუქტთან ერთად უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით კარგია ლიმონი, რომელიც ორგანიზმში ომეგა 3-ის ფუნქციებს აძლიერებს. ამიტომ თევზის კერძებთან ერთად კარგია როგორც ცალკე ლიმონი, ისე:როგორ მოვამზადოთიმისათვის, რომ თევზეულმა მომზადებისას კვებითი ღირებულება არ დაკარგოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიწვას. უმჯობესია მოამზადოთ გრილზე, ღუმელში, მოხარშოთ წყალში ან ორთქლზე.წყარო: Sozcu
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24051/97/240519726_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_6996d1709153b828c6a053766e9f2f01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, ჩვენ და ბუნება
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. თევზი ცილების შესანიშნავი წყარო და ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვებია. ის ასევე შეიცავს უამრავ ცხიმმჟავა ომეგა-3-ს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს და აუცილებლად გარედან უნდა მივიღოთ.
თუმცა ბოლო პერიოდში ზღვების დაბინძურება გვაიძულებს დავფიქრდეთ, რამდენად სასარგებლოა თევზი, რომლითაც ვიკვებებით.
საქმე ისაა, რომ წყალსაცავების მძიმე ლითონებით დაბინძურების გამო თევზებში იზრდება ისეთი საშიში ელემენტების დონე, როგორებიცაა: ვერცხლისწყალი, ტყვია, კადმიუმი. დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმში თევზეულთან ერთად მოხვედრილი ამ ნივთიერებების რაოდენობა იზრდება და ჯანმრთელობის არაერთ პრობლემას, მათ შორის კიბოს იწვევს. ამიტომ თევზის ჭამისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.
თუ რა უნდა გავითვალისწინოთ თევზის ყიდვისას, რომელ სახეობებს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა და როგორ მოვამზადოთ ის ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, ამაზე დიეტოლოგი ბაშაკ ინსელ აიდინი საუბრობს.
რომელს მივანიჭოთ უპირატესობა
გამომდინარე იქიდან, რომ მძიმე ლითონებთან შეხება წყალსაცავების სიღრმეში მცხოვრებ თევზებს უფრო აქვთ, ჯობს უპირატესობა წყლის ზედაპირზე ბინადარ (პელაგიურ) სახეობებს მიანიჭოთ. ესენია:
ყველაზე მეტად დაბინძურებულ სახეობებს მიეკუთვნება:
რასთან ერთად ვჭამოთ თევზი
ზოგი საკვები, რომელსაც თევზთან ერთად ვჭამთ, აადვილებს მის მონელებას, ზოგი კი, პირიქით − ხელს უშლის ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად შესაძლოა ძალიან სასარგებლოც იყოს ჯანმრთელობისთვის.
ამის მაგალითია კიბოს საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებებით ცნობილი რუკოლა, რომელიც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს. ამიტომ თევზეულთან კომბინაციაში ის კალციუმის შეწოვას აფერხებს.
თევზეული C ვიტამინის შემცველ პროდუქტთან ერთად უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით კარგია ლიმონი, რომელიც ორგანიზმში ომეგა 3-ის ფუნქციებს აძლიერებს. ამიტომ თევზის კერძებთან ერთად კარგია როგორც ცალკე ლიმონი, ისე:
ლიმონდამატებული მინერალური წყალი,
ლიმონის წვნით უხვად შეზავებული სალათები.
იმისათვის, რომ თევზეულმა მომზადებისას კვებითი ღირებულება არ დაკარგოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიწვას. უმჯობესია მოამზადოთ გრილზე, ღუმელში, მოხარშოთ წყალში ან ორთქლზე.