https://sputnik-georgia.com/20220920/saqartvelos-bankze-tavdasxma-vitareba-dazabulia-270611866.html
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა: ადგილზე ვითარება დაძაბულია
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა: ადგილზე ვითარება დაძაბულია
Sputnik საქართველო
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი „საქართველოს ბანკში“ დღეს, 11:30 საათზე შეიჭრა. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T17:11+0400
2022-09-20T17:11+0400
2022-09-20T20:55+0400
საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
კრიმინალი საქართველოში
ქუთაისი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270599885_0:0:2158:1214_1920x0_80_0_0_206e3fd7d8af1dc37dfe9ba3e57be21b.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, სადაც შეიარაღებულ პირს ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად ჰყავს აყვანილი, ვითარება დაძაბულია.მძევლების თქმით, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთვებიან, თავდამსხმელი აგრესიული გახდა. ერთ-ერთმა მძევალმა ქალმა შენობის ფანჯრიდან სამართალდამცველებს მოუწოდა: „გთხოვთ, წადით აქედან, როცა თქვენ გხედავთ, ჩვენ ცუდად გვექცევა“.თავდამსხმელი პოლიციასთან მოლაპარაკებებს მძევლების შუამავლობით აწარმოებს. თავად ბოროტმოქმედი უარს აცხადებს ფანჯარასთან ან კართან მიახლოებაზე და უფანჯრებო ოთახში იმყოფება.მძევლებიდან ერთ ქალს გული გაუხდა ცუდად და მძევლებმა მისთვის მედიკამენტები მოითხოვეს. ძალოვანებმა თავდამსხმელს მძევლების სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში მან ყველა მოთხოვნაზე უარი განაცხადა, გარდა ფულისა.ბანკის ფილიალის ტერიტორიიდან ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელს შუახნის მამაკაცი ჰყავს ამოფარებული, რომელსაც ხელები სამშენებლო „ხამუტით“ აქვს შეკრული. თავად ფილიალში არეულობა ჩანს – იატაკზე ქაღალდები ყრია, დაღვრილია წყალი.თავდამსხმელს მძევლების პოლიციის თანამშრომლებით ჩანაცვლება შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მისი თქმით, იგი მძევლებს თანხის მიღების შემდეგ გაათავისუფლებს.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270599885_351:0:2000:1237_1920x0_80_0_0_c03c80b5d5d348e23e7b4ad206e525f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები
საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმა: ადგილზე ვითარება დაძაბულია
17:11 20.09.2022 (განახლებულია: 20:55 20.09.2022) შეიარაღებული და ნიღბიანი პირი „საქართველოს ბანკში“ დღეს, 11:30 საათზე შეიჭრა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში, სადაც შეიარაღებულ პირს ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები მძევლად ჰყავს აყვანილი, ვითარება დაძაბულია.
მძევლების თქმით, რომლებიც სოციალურ ქსელში ერთვებიან, თავდამსხმელი აგრესიული გახდა. ერთ-ერთმა მძევალმა ქალმა შენობის ფანჯრიდან სამართალდამცველებს მოუწოდა: „გთხოვთ, წადით აქედან, როცა თქვენ გხედავთ, ჩვენ ცუდად გვექცევა“.
თავდამსხმელი პოლიციასთან მოლაპარაკებებს მძევლების შუამავლობით აწარმოებს. თავად ბოროტმოქმედი უარს აცხადებს ფანჯარასთან ან კართან მიახლოებაზე და უფანჯრებო ოთახში იმყოფება.
მძევლებიდან ერთ ქალს გული გაუხდა ცუდად და მძევლებმა მისთვის მედიკამენტები მოითხოვეს.
ძალოვანებმა თავდამსხმელს მძევლების სანაცვლოდ თანხა შესთავაზეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში მან ყველა მოთხოვნაზე უარი განაცხადა, გარდა ფულისა.
ბანკის ფილიალის ტერიტორიიდან ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელს შუახნის მამაკაცი ჰყავს ამოფარებული, რომელსაც ხელები სამშენებლო „ხამუტით“ აქვს შეკრული. თავად ფილიალში არეულობა ჩანს – იატაკზე ქაღალდები ყრია, დაღვრილია წყალი.
თავდამსხმელს მძევლების პოლიციის თანამშრომლებით ჩანაცვლება შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მისი თქმით, იგი მძევლებს თანხის მიღების შემდეგ გაათავისუფლებს.