საქართველო მზადაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებებისთვის ადგილი დაუთმოს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
მედიაციის პროცესში საქართველოს ჩართვის აუცილებლობის შემთხვევაში ქვეყანა ამისთვის მზადაა, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველო კვლავ მზად არის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებებისთვის თავისი ტერიტორია შესთავაზოს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნიუ-იორკში იმყოფება. პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიიფ ერდოღანთან უკვე გამართა ორმხრივი შეხვედრა და კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილა.

„საქართველო ყოველთვის მზად იყო, რომ ჩვენი მეზობლებისთვის შეეთავაზებინა ქვეყანა, ადგილი, სადაც ისინი შეძლებდნენ, მშვიდობის განმტკიცების მიმართულებით გაეხსნათ დიალოგი, და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის შეთავაზება კვლავ ძალაშია", – განუცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.

მინისტრის თქმით, თუ საჭირო გახდება, რომ საქართველო მედიაციის პროცესში იყოს ჩართული, ქვეყანა ამისთვის მზადაა.
„ამის მზადყოფნა ჩვენ ყოველთვის გვაქვს და აქ არანაირი წინაპირობები ჩვენი მხრიდან არ არსებობს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს პრემიერის აქტიური ჩართულობით და მისი პირადი მონაწილეობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ძალზე მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა.
© Government of Georgiaილია დარჩიაშვილი
Новый глава МИД Грузии Илья Дарчиашвили - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
ილია დარჩიაშვილი
„ეს უკვე არის ის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ", – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ საქართველოს პრემიერი ღიად საუბრობდა ქვეყნის მშვიდობისა და კეთილმეზობლობის პოლიტიკაზე ჯერ კიდევ გენერალური ასამბლეის გასული წლის სესიაზე, ხოლო სულ რამდენიმე თვის წინ, ივლისში საქართველომ ამ გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღო.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის და ქვეყნის ხელისუფლება პრემიერის მეთაურობით ამ პროცესს აქტიურად უწყობს ხელს, რათა ეფექტურად გაუმკლავდეს უკრაინაში მოვლენების ფონზე არსებულ გამოწვევს.

დარჩიაშვილის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებთან ერთად სწორედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამტკიცების ზომები განიხილეს ღარიბაშვილმა და ერდოღანმა შეხვედრაზე.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „მშვიდობიანი სამეზობლოს" ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0