დონეცკისა და ლუგანსკის პრორუსულმა ხელისუფლებებმა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტეს

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკშიდონეცკსა და ლუგანსკში რუსეთისგან აღიარებას ზეიმობენ
დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთისგან აღიარებას ზეიმობენ - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. ხერსონის ოლქის ადმინისტრაციამ რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარება დაამტკიცა, განაცხადა პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და რეგიონის მოსახლეობის მომართვების განხილვის შემდეგ ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ჩაატაროს რეფერენდუმი <...> რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე“, − აღნიშნა მან.

სალდოს თქმით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა რეგიონის მოსახლეობას ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს და ისტორიული სამართლიანობის ზეიმად იქცევა.
„რეფერენდუმის შემდეგ პირადად მივმართავ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იმის თაობაზე, რომ შედეგები რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს. დარწმუნებული ვარ, ამ პროცედურას დიდი დრო არ დასჭირდება“, − აცხადებს სალდო.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება ლუგანსკის პრორუსულმა ხელისუფლებამაც მიიღო. შესაბამის კანონს უკვე მოაწერა ხელი ლუგანსკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა.
ბოლო ცნობით, რუსეთის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებულ დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0