https://sputnik-georgia.com/20220920/qutaissi-saqartvelos-bankze-tavdamsxmeli-dakavebulia-270620274.html
ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია
ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია
Sputnik საქართველო
მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია დასრულებულია, შემთხვევის ადგილზე ჩახსნილია ყვითელი ლენტი. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T19:49+0400
2022-09-20T19:49+0400
2022-09-20T21:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270617060_71:0:2169:1180_1920x0_80_0_0_a0e03910af1c806f957b4a0d9265ea37.png
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია, იუწყება „TV პირველი“.მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა ძალოვან უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. უკვე დაწყებულია განაღმვითი სამუშაოები.გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მძევალი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.მასმედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ბანკის შენობის მიმდებარედ ცხოვრობს, ის რამდენიმე წელი უცხოეთში იმყოფებოდა და მას ფინანსური სირთულეები ჰქონდა. „TV პირველის“ ინფორმაციით, მამაკაცს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი. თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. თავდაპირველად მოთხოვნილი იყო 2 მლნ დოლარი, შემდეგ თავდამსხმელმა შეცვალა მოთხოვნა და 1,5 მლნ დოლარი მოითხოვა. ასევე ის ითხოვდა ვერტმფრენს, რაციას და რუსეთის დროშას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270617060_431:0:2004:1180_1920x0_80_0_0_ffaaf486222909a992a0b8d0764f599c.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში
ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია
19:49 20.09.2022 (განახლებულია: 21:32 20.09.2022) მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია დასრულებულია, შემთხვევის ადგილზე ჩახსნილია ყვითელი ლენტი.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია, იუწყება „TV პირველი“.
მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, თუმცა ძალოვან უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. უკვე დაწყებულია განაღმვითი სამუშაოები.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მძევალი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.
მასმედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი ბანკის შენობის მიმდებარედ ცხოვრობს, ის რამდენიმე წელი უცხოეთში იმყოფებოდა და მას ფინანსური სირთულეები ჰქონდა. „TV პირველის“ ინფორმაციით, მამაკაცს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. თავდაპირველად მოთხოვნილი იყო 2 მლნ დოლარი, შემდეგ თავდამსხმელმა შეცვალა მოთხოვნა და 1,5 მლნ დოლარი მოითხოვა. ასევე ის ითხოვდა ვერტმფრენს, რაციას და რუსეთის დროშას.