„მესტალია" ჩემი სახლია - მამარდაშვილი „ვალენსიაში“ კიდევ 5 წლით დარჩება

© Georgian Football Federationგიორგი მამარდაშვილი (მარცხნივ)
გიორგი მამარდაშვილი (მარცხნივ) - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
გიორგი მამარდაშვილსა და „ვალენსიას" შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანურ „ვალენსიასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ქართველი ფეხბურთელი „მესტალიაზე" 2027 წლამდე ითამაშებს. ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
აღსანიშნავია, რომ ესპანურ კლუბს ახალი კონტრაქტის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა გასულ კვირაში გამოცემა Marca წერდა, რომ მამარდაშვილს ახალი კონტრაქტის მიხედვით ხელფასი საგრძნობლად გაეზრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი გახდება.
გიორგი მამარდაშვილმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ მის ესპანურ კარიერასა და კლუბთან ადაპტაციის პერიოდზე ისაუბრა.

„ამბობენ, რომ თუ შორეული ქვეყნიდან ჩამოხვალ, კლუბთან დაახლოება გაგიჭირდება. თუმცა „ვალენსია“ უკვე ჩემი ნაწილი გახდა. ამბობენ, რომ მეკარედ თამაში განსაკუთრებული რამ არის, თუმცა განსაკუთრებული „მესტალიაზე" თამაშია. მე გიორგი მამარდაშვილი ვარ და „მესტალია" ჩემი სახლია", – აღნიშნა ქართველმა მეკარემ.

მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 5 გოლი გაუშვა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა. „ვალენსია" 9 ქულით მე-8 ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 ოქტომბერს „ესპანიოლს" შეხვდება.
გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წელს შეუერთდა. თავდაპირველად მას მეორე გუნდში უნდა ეთამაშა და პირველ გუნდთან ერთად ევარჯიშა, თუმცა „ვალენსიის" მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა ქართველს შანსი პრე-სეზონზევე მისცა, რომელიც გიორგიმ სათავისოდ გამოიყენა და ის ჯერ მთავარ გუნდში დააწინაურეს, შემდეგ კი თბილისის „დინამოდან" სრულად გამოისყიდეს. მთლიანობაში გიორგიმ ვალენსიაში დღემდე 27-ჯერ ითამაშა (12 მშრალი მატჩი) და ლა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე გახდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0