https://sputnik-georgia.com/20220920/erovnuli-banki-laris-gadasarcenad-valutis-gayidvas-agrzelebs-270623659.html
ეროვნული ბანკი ლარის გადასარჩენად ვალუტის გაყიდვას აგრძელებს
ეროვნული ბანკი ლარის გადასარჩენად ვალუტის გაყიდვას აგრძელებს
Sputnik საქართველო
მარეგულირებელმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა 20 მლნ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 13,6 მლნ დოლარი გაიყიდა. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T21:32+0400
2022-09-20T21:32+0400
2022-09-20T21:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268677555_0:175:3021:1874_1920x0_80_0_0_20523ae994c31aecceb83ae3531b50c2.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ჩაატარა სავალუტო აუქციონი - ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,8445 GEL/$1 შეადგინა.მარეგულირებელმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა 20 მლნ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 13,6 მლნ დოლარი გაიყიდა.ეროვნული ბანკის მიერ ოთხშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,8462 GEL/$1-ია.ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, სადაც საერთო ჯამში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წელს მარეგულირებელმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა. 2022 წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე უკვე გაყიდა 93,8 მლნ დოლარი და შეიძინა 80 მლნ დოლარი.2022 წლის მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პროცენტულ განაკვეთს.ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268677555_145:0:2876:2048_1920x0_80_0_0_de29b816512c9a651a1747733b483699.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ლარის გადასარჩენად ვალუტის გაყიდვას აგრძელებს
მარეგულირებელმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა 20 მლნ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 13,6 მლნ დოლარი გაიყიდა.
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ჩაატარა სავალუტო აუქციონი - ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ ვაჭრობისას 2,8445 GEL/$1 შეადგინა.
მარეგულირებელმა აუქციონზე გასაყიდად გაიტანა 20 მლნ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 13,6 მლნ დოლარი გაიყიდა.
ეროვნული ბანკის მიერ ოთხშაბათს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,8462 GEL/$1-ია.
ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი ჩაატარა, სადაც საერთო ჯამში 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წელს მარეგულირებელმა 9 აუქციონზე 332,9 მლნ დოლარი გაყიდა. 2022 წელს ეროვნულმა ბანკმა აუქციონებზე უკვე გაყიდა 93,8 მლნ დოლარი და შეიძინა 80 მლნ დოლარი.
2022 წლის მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პროცენტულ განაკვეთს.
ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.