საქართველოში თბილი ამინდი კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
სინოპტიკოსები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აგრილებას 25 სექტემბრიდან ვარაუდობენ.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი შენარჩუნდება, 25 სექტემბრიდან კი სინოპტიკოსები აგრილებას ვარაუდობენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების ცნობით, 21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. 24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლი 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 24 სექტემბრამდე შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი (+25, +30 გრადუსი), ზოგან იწვიმებს. 24-25 სექტემბერს კი შედარებით აგრილდება, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ამინდის პროგნოზი თბილისში: 19-25 სექტემბერი>>
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 24 სექტემბრამდე თბილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24-25 სექტემბერს დედაქალაქშიც აგრილდება, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25 სექტემბერს დღისით +21, +23 გრადუსამდე დაიკლებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0