2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსული დროშა: თავდამსხმელის ახალი მოთხოვნები

© photo: Sputnik / Stringerსპეცოპერაცია ქუთაისში
სპეცოპერაცია ქუთაისში - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. შეიარაღებულმა პირმა, რომელიც ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, ახალი მოთხოვნები წამოაყენა – 2 მილიონ დოლართან ერთად იგი მოითხოვს ვერტმფრენს, რაციას და რუსულ დროშას.
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა დღეს, დილით მოხდა.
ბოროტმოქმედის მოთხოვნა სოციალური ქსელის მეშვეობით ერთ-ერთმა მძევალმა გაავრცელა. ვიდეოკადრებიდან ცნობილი ხდება, რომ შეიარაღებულმა პირმა შენობაში რამდენიმე ასაფეთქებელი მოწყობილობა შეიტანა. ის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მისი ამოქმედებით იმუქრება. კადრებში ჩანს კართან დამაგრებული ორი მოწყობილობა და ისმის საუბარი, რომ თუ კარი გაიღება, ორივე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდება.
ამ დროისათვის შენობაში მძევლად 12 ადამიანი რჩება, ორი ქალი უკვე გათავისუფლებულია.
ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს ქვედანაყოფები არიან მობილიზებული.
„საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის ოთხი მუხლით დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მასმედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს.
ყველა ახალი ამბავი
0