https://sputnik-georgia.com/20220920/------270612649.html
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი: დასაკარგი არაფერი მაქვს
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი: დასაკარგი არაფერი მაქვს
Sputnik საქართველო
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შენობაში ამ დროისათვის 12 მძევალი რჩება. 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T17:43+0400
2022-09-20T17:43+0400
2022-09-20T21:13+0400
საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
კრიმინალი საქართველოში
ქუთაისი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270599534_0:65:2235:1322_1920x0_80_0_0_b0608e897b76d2cd3e4ac36a7ff1212c.jpg
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელი, რომელსაც 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი, საკუთარ მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებს და საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.„არაფერი მაქვს დასაკარგი, ციხეში 25-30 წლის გატარებას არ ვაპირებ“, – განაცხადა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. მძევლების თქმით, რომლებიც სოციალურ ქსელში პერიოდულად ერთვებიან, თავდამსხმელი აგრესიული გახდა. ძალოვანები თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს მძევლების შუამავლობით აწარმოებენ. თავად ბოროტმოქმედი უარს აცხადებს ფანჯარასთან ან კართან მიახლოებაზე.შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შენობაში ამ დროისათვის 12 მძევალი რჩება. ორი ქალი უკვე გაათავისუფლეს.თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. მოთხოვნილია 2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. საკუთარი პირობების შესასრულებლად მან ხელისუფლებას კონკრეტული დრო – 3 საათი მისცა, რომელიც 15:30 საათზე ამოიწურა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270599534_0:0:2235:1676_1920x0_80_0_0_afb88e30affb9d3fb426b6a653365b8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები
საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები
„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი: დასაკარგი არაფერი მაქვს
17:43 20.09.2022 (განახლებულია: 21:13 20.09.2022) შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შენობაში ამ დროისათვის 12 მძევალი რჩება.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდამსხმელი, რომელსაც 12 პირი ჰყავს მძევლად აყვანილი, საკუთარ მოთხოვნებზე უარის თქმას არ აპირებს და საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.
„არაფერი მაქვს დასაკარგი, ციხეში 25-30 წლის გატარებას არ ვაპირებ“, – განაცხადა შეიარაღებულმა პირმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
მძევლების თქმით, რომლებიც სოციალურ ქსელში პერიოდულად ერთვებიან, თავდამსხმელი აგრესიული გახდა. ძალოვანები თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს მძევლების შუამავლობით აწარმოებენ. თავად ბოროტმოქმედი უარს აცხადებს ფანჯარასთან ან კართან მიახლოებაზე.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შენობაში ამ დროისათვის 12 მძევალი რჩება. ორი ქალი უკვე გაათავისუფლეს.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. მოთხოვნილია 2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. საკუთარი პირობების შესასრულებლად მან ხელისუფლებას კონკრეტული დრო – 3 საათი მისცა, რომელიც 15:30 საათზე ამოიწურა.