https://sputnik-georgia.com/20220920/--------270614362.html
რამდენიმე მძევალი თავისუფალია - ბოლო ცნობები ქუთაისიდან
რამდენიმე მძევალი თავისუფალია - ბოლო ცნობები ქუთაისიდან
Sputnik საქართველო
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში მყოფი 12 მძევლიდან რამდენიმემ შენობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა". 20.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-20T18:03+0400
2022-09-20T18:03+0400
2022-09-21T13:10+0400
საქართველო
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები
კრიმინალი საქართველოში
ქუთაისი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270617126_0:25:2085:1197_1920x0_80_0_0_f6cbc2b84365b4ef8010e24dda74495f.png
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში მყოფი 12 მძევლიდან რამდენიმემ შენობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა". აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. მოთხოვნილია 2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. საკუთარი პირობების შესასრულებლად მან ხელისუფლებას კონკრეტული დრო – 3 საათი მისცა, რომელიც 15:30 საათზე ამოიწურა. პოლიციამ თავდამსხმელს მძევლების შსს-ს უიარაღო თანამშრომლებით ჩანაცვლება შესთავაზა, რაზეც ბოროტმოქმედმა კატეგორიული უარი განაცხადა. მისი თქმით, იგი მძევლებს თანხის მიღების შემდეგ გაათავისუფლებს.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/14/270617126_11:0:1618:1205_1920x0_80_0_0_d04ea5ef4d051cdd35bbb3e689d510b8.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები
საქართველო, თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ - ბოლო ცნობები, კრიმინალი საქართველოში, ქუთაისი , ახალი ამბები
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქუთაისში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში მყოფი 12 მძევლიდან რამდენიმემ შენობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა".
აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.
შეიარაღებული და ნიღბიანი პირი ბანკში 11:30 საათზე შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედს 12 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.
თავდამსხმელის მოთხოვნები ერთ-ერთმა მძევალმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვისას გაახმოვანა. მოთხოვნილია 2 მლნ დოლარი, ვერტმფრენი, რაცია და რუსეთის დროშა. საკუთარი პირობების შესასრულებლად მან ხელისუფლებას კონკრეტული დრო – 3 საათი მისცა, რომელიც 15:30 საათზე ამოიწურა.
პოლიციამ თავდამსხმელს მძევლების შსს-ს უიარაღო თანამშრომლებით ჩანაცვლება შესთავაზა, რაზეც ბოროტმოქმედმა კატეგორიული უარი განაცხადა. მისი თქმით, იგი მძევლებს თანხის მიღების შემდეგ გაათავისუფლებს.