https://sputnik-georgia.com/20220919/vasli-tanxa-fermerebi-270545200.html
რამდენი თანხა მიიღეს ფერმერებმა ვაშლის გაყიდვით - ბოლო მონაცემები
რამდენი თანხა მიიღეს ფერმერებმა ვაშლის გაყიდვით - ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T09:46+0400
2022-09-19T09:46+0400
2022-09-19T17:11+0400
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948339_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_c54ad9598b802fe0f07a2b01dd0bcaaf.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის გაყიდვიდან უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, განაცხადა არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. წელს ვაშლის უხვი მოსავალია მოსალოდნელი – დაახლოებით 120 ათასი ტონა, საიდანაც 50 ათას ტონამდე არასტანდარტულია.მისი თქმით, უკვე გადამუშავებულია 2 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გორში ამოქმედებული შტაბი კიდევ რამდენიმე თვე იმუშავებს, რათა მოსავლის დაბინავება უზრუნველყოს.არასტანდარტული ვაშლის მოსავლის გაყიდვის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში საწარმო, რომელიც ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და 1 კგ-ზე არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდის, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით კილოგრამზე 10 თეთრს მიიღებს.საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 30 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948339_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_91c81f50a53911d639dba9f2d6282dd4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
რამდენი თანხა მიიღეს ფერმერებმა ვაშლის გაყიდვით - ბოლო მონაცემები
09:46 19.09.2022 (განახლებულია: 17:11 19.09.2022) ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული ვაშლის გაყიდვიდან უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, განაცხადა არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. წელს ვაშლის უხვი მოსავალია მოსალოდნელი – დაახლოებით 120 ათასი ტონა, საიდანაც 50 ათას ტონამდე არასტანდარტულია.
„ფერმერებმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. ეს პროცესი გაგრძელდება 15 დეკემბრამდე, მოსავლის სრულად დაბინავებამდე", – განაცხადა შალამბერიძემ.
მისი თქმით, უკვე გადამუშავებულია 2 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გორში ამოქმედებული შტაბი კიდევ რამდენიმე თვე იმუშავებს, რათა მოსავლის დაბინავება უზრუნველყოს.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის გაყიდვის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში საწარმო, რომელიც ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს ჩაიბარებს და 1 კგ-ზე არანაკლებ 24 თეთრს გადაუხდის, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით კილოგრამზე 10 თეთრს მიიღებს.
საქართველოდან 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლამდე 5.308 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 3,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად – 5.282 ტონა რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში 30 ტონა ვაშლი უკრაინაში, 6 ტონა კი სომხეთში გავიდა.