https://sputnik-georgia.com/20220919/tibeturi-savarjisoebi-sesanisnavi-ganwyobistvis-270563684.html
ხუთი ანტიდეპრესანტი: ტიბეტური ვარჯიშები შესანიშნავი განწყობისთვის
ხუთი ანტიდეპრესანტი: ტიბეტური ვარჯიშები შესანიშნავი განწყობისთვის
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. ტიბეტელებს აქვთ დილის ვარჯიშების საოცარი კომპლექსი Do-In, რომელიც ადამიანს შესანიშნავ განწყობაზე აყენებს. 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T17:40+0400
2022-09-19T17:40+0400
2023-08-17T10:48+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24182/98/241829829_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_79762423a0c901f27568e449d3bc26b4.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. ტიბეტელებს აქვთ დილის ვარჯიშების საოცარი კომპლექსი Do-In, რომელიც ადამიანს შესანიშნავ განწყობაზე აყენებს. მთლიანობაში ეს კომპლექსი 25 ვარჯიშს მოიცავს, მაგრამ ჩვენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მათგანის გაკეთებას ბევრი დრო სჭირდება, მინი-კომპლექსით შეგვიძლია ვისარგებლოთ.საუბარია მხოლოდ 5 ვარჯიშზე, რომლებიც მინიმალურ დროში კეთდება, მაგრამ მაქსიმალურ შედეგს იძლევა − მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს კარგ განწყობას.როგორც ამბობენ, სავარჯიშოების ამ ნაკრებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. ასე რომ, ვფიქრობთ, ცდა ღირს.როგორც ტიბეტელი მკურნალები ამბობენ, ყველა ეს ვარჯიში ჩვენი ორგანიზმის იმ მნიშვნელოვან წერტილებს ააქტიურებს, რომლებიც ადამიანის გუნება-განწყობაზე აგებენ პასუხს.მთავარია, არ დაგეზაროთ!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24182/98/241829829_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_5f0deae66bd9efc260bb28523a1eda4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
ხუთი ანტიდეპრესანტი: ტიბეტური ვარჯიშები შესანიშნავი განწყობისთვის
17:40 19.09.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. ტიბეტელებს აქვთ დილის ვარჯიშების საოცარი კომპლექსი Do-In, რომელიც ადამიანს შესანიშნავ განწყობაზე აყენებს.
მთლიანობაში ეს კომპლექსი 25 ვარჯიშს მოიცავს, მაგრამ ჩვენი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მათგანის გაკეთებას ბევრი დრო სჭირდება, მინი-კომპლექსით შეგვიძლია ვისარგებლოთ.
საუბარია მხოლოდ 5 ვარჯიშზე, რომლებიც მინიმალურ დროში კეთდება, მაგრამ მაქსიმალურ შედეგს იძლევა − მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს კარგ განწყობას.
როგორც ამბობენ, სავარჯიშოების ამ ნაკრებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. ასე რომ, ვფიქრობთ, ცდა ღირს.
ვარჯიში 1: საგულდაგულოდ დაიზილეთ ყურის ნიჟარები ჯერ ცერა და საჩვენებელი თითებით, შემდეგ კი ხელისგულებით. თითებითაც 10-20-ჯერ და ხელისგულებითაც 10-20-ჯერ.
ვარჯიში 2: გადაისვით თავზე ჯერ მარჯვენა, შემდეგ კი მარცხენა ხელისგული შუბლიდან კეფის მიმართულებითა და უკან − 10-15-ჯერ;
ვარჯიში 3: 15-20-ჯერ შეარულეთ ზემოთ-ქვემოთ ისეთი მოძრაობები, თითქოს გაშლილი ხელისგულებით პირს იბანთ. უნდა ეხებოდეთ ლოყებსა და საფეთქლებს.
ვარჯიში 4: დაჯექით, გადააჭდეთ თითები ერთმანეთს და ხელები კისერზე შემოიწყვეთ. შეეცადეთ თავი ისე გადასწიოთ უკან 15-20-ჯერ, თითქოს რაღაც წინაღობას ლახავთ. ვარჯიში სრულდება საშუალო ტემპში.
ვარჯიში 5: დაჯექით, ოდნავ გადაიხარეთ წინ და ორივე ხელისგულის ბორცვებით დაიზილეთ წელის არე ზემოთ–ქვემოთ მოძრაობებით. ოღონდ ისე, რომ მარჯვენა და მარცხენა ხელმა საწინააღმდეგო მიმართულებით იმოძრაონ. დაიწყეთ ვარჯიში ხერხემლიდან და ნელ-ნელა გადაინაცვლეთ გვერდებისკენ. გააკეთეთ 20-30 მოძრაობა ოდნავი ზეწოლით.
როგორც ტიბეტელი მკურნალები ამბობენ, ყველა ეს ვარჯიში ჩვენი ორგანიზმის იმ მნიშვნელოვან წერტილებს ააქტიურებს, რომლებიც ადამიანის გუნება-განწყობაზე აგებენ პასუხს.