თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სამრეწველო დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გეთიას, ნადარეიშვილის, ჯანელიძის, სამგორის, ბოგდან ხმელნიცკის, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნარგიზის და რუსუდანის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, პუშკინის, ვაჩნაძის, აბაშიძის და გუდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, კოსტავას (ნაწილობრივ), სანაპიროს, ჯუღელის, საქანელას, ვერეს, ჯავახიშვილის, სატივეს, მელიქიშვილის, ნიკოლაძის, ქიაჩელის, ქიქოძის, მაჩაბელის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IX კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ურეკის და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, სამღერეთის, კონსტიტუციის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0