თბილისში მელიქიშვილის გამზირი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerმელიქიშვილის გამზირი
მელიქიშვილის გამზირი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,338 მლნ ლარი გამოიყო.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა, ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
მელიქიშვილის გამზირის განახლების მასშტაბური პროექტის ფარგლებში აღნიშნული ქუჩა 17 ივნისს ჩაიკეტა. შესაბამისად, შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. პროექტის განხორციელების პერიოდში ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდა.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განახლდა წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით.
ასევე მოეწყო ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
სამუშაოებს ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე. მისი განმარტებით, უახლოეს პერიოდში მელიქიშვილის გამზირზე ტროტუარებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაიწყება.
პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6,338 მლნ ლარი გამოიყო.
უახლოეს პერიოდში ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიიდან კოსტავას ქუჩამდე განხორციელდება. პროექტი საბოლოოდ მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0