საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
უკრაინელ მოსწავლეებს ქართველმა კარიკატურისტმა ხატვის გაკვეთილიც ჩაუტარა.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 17 სექტემბერს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბიბლიოთეკამ კიევიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან, ხერსონიდან და დნიპროდან 6-დან 14 წლამდე ასაკის 24 მოზარდს უმასპინძლა.
მოსწავლეებს უკრაინელი პოეტი ნატალია ტროხიმი შეხვდა. პოეტის ლექსების კრებული ახლახან გამოიცა საქართველოში.
შეხვედრას ესწრებოდა მწერალი გურამ პეტრიაშვილი, რომლის მოთხრობები მოსწავლეებს უკრაინულ ენაზე ნატალია ტროხიმმა წაუკითხა. გარდა ამისა, მხატვარმა ზაალ სულაკაურმა უკრაინელ სტუმრებს ხატვის გაკვეთილი ჩაუტარა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები და ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე უკრაინული ბიბლიოთეკა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0