https://sputnik-georgia.com/20220919/saqartvelo-upiloto-sapreni-aparatebis-warmoebas-iwyebs-270564042.html
როდის დაიწყება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება: მინისტრის განმარტება
როდის დაიწყება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება: მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
ერთობლივი საწარმო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნება, განაცხადა ბურჭულაძემ. 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T18:00+0400
2022-09-19T18:00+0400
2022-09-19T22:26+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საზოგადოება
პოლონეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/84/234408415_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_6b243c585f3959c904e81265aa4a88fd.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.მისი თქმით, პოლონურ კომპანიასთან, რომელიც დრონებს აწარმოებს, ყველა ფორმალური პროცესი უკვე დასრულდა.მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბურჭულაძემ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.ქართულ-პოლონური საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. საწარმოს ბაზაზე ასევე შეიქმნება სასწავლო ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
პოლონეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/84/234408415_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_66408c9b89eb92473bad9a4363b10cd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, პოლონეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საზოგადოება, პოლონეთი , ახალი ამბები
როდის დაიწყება საქართველოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება: მინისტრის განმარტება
18:00 19.09.2022 (განახლებულია: 22:26 19.09.2022) ერთობლივი საწარმო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ბაზაზე შეიქმნება, განაცხადა ბურჭულაძემ.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მისი თქმით, პოლონურ კომპანიასთან, რომელიც დრონებს აწარმოებს, ყველა ფორმალური პროცესი უკვე დასრულდა.
„ამ კომპანიის პროდუქცია აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალზე გამართული კერძო საწარმო. ჩვენ კომპანია „დელტასთან“ ერთად დავაფუძნეთ კერძო საწარმო და წლის ბოლომდე დავიწყებთ წარმოებას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ბურჭულაძემ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქართულ-პოლონური საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. საწარმოს ბაზაზე ასევე შეიქმნება სასწავლო ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
ცენტრ „დელტაში“ გაერთიანებულია ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა. ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება. „დელტას“ ბაზაზე იწარმოება 15 სახის იარაღი და სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ქართული საბრძოლო მანქანები „ლაზიკა“, ჯავშანმანქანები „დიდგორი“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვ.