რეჟისორი გიგა აგლაძე და დევიდ ლინჩი ნიდერლანდში ფესტივალზე დააჯილდოვეს

© courtesy of Giga Agladzeრეჟისორები დევიდ ლინჩი და გიგა აგლაძე
რეჟისორები დევიდ ლინჩი და გიგა აგლაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
აგლაძემ და ლინჩმა მიიღეს ჯილდო ფილმისთვის „სხვა მე“, რომლის რამდენიმე ეპიზოდი საქართველოშია გადაღებული.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა დევიდ ლინჩმა და მისმა ქართველმა კოლეგამ გიგა აგლაძემ ფილმისთვის „სხვა მე" (Another me/The Other Me) გაიმარჯვეს საერთაშორისო ფესტივალზე The Septimius Awards-ზე ნომინაციაში „საუკეთესო პროდიუსერი".
The Septimius Awards – А კლასის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად ნიდერლანდში ტარდება. ფესტივალის მიზანია მთელი მსოფლიოდან დამოუკიდებელი ფილმებისა და პროექტების წარდგენა და ყოველწლიური ფესტივალის საუკეთესო ნომინანტების დაჯილდოება.
ფილმის სიუჟეტის ცენტრშია ნიჭიერი, თუმცა ნაკლებად წარმატებული არქიტექტორი. მამაკაცი იგებს, რომ იშვიათი დაავადება აქვს, რის შედეგადაც მხედველობას კარგავს. დაავადება სწრაფად ვრცელდება. თუმცა რაც უფრო აკლდება გმირს თვალის ჩინი, იმდენად მეტს იგებს საკუთარი თავისა და იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობს.
მთავარ როლში ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ სტერჯესია, რომელიც მონაწილეობს ფილმებში „გეოშტორმი", „ღრუბლის ატლასი", „ოცდაერთი", „სამყაროს გავლით". კინოფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს ავსტრალიელი მოდელი-ტრანსგენდერი ანდრეა პეჟიჩი.
ლინჩი ფილმის პროდიუსერია. ფილმის რეჟისორია გიორგი (გიგა) აგლაძე, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობის პრეზიდენტია. ფილმი უკვე გავიდა ამერიკისა და კანადის კინოთეატრებში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0