ღარიბაშვილმა ქართველ მზვერავებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

© Government of Georgiaირაკი ღარიბაშვილი
ირაკი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
საქართველოს სჭირდება ძლიერი დაზვერვის სამსახური, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დაზვერვის სამსახური ნებისმიერი ქვეყნისთვის უსაფრთხოების სისტემის საკვანძო ელემენტია.

„დღეს გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე თქვენი ინსტიტუტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია. საქართველოს სჭირდება ძლიერი დაზვერვის სამსახური. შესაბამისად, გისურვებთ ინსტიტუციურ განვითარებას და წინსვლას. გარწმუნებთ, რომ თითოეული თქვენგანის საქმიანობა, რომელსაც სახელმწიფოს სასარგებლოდ ეწევით, ჩემთვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია", – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოს დაზვერვის სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ემორჩილება. სამსახურის ძირითადი ამოცანებია გარე საფრთხეების და რისკების გამოვლენა, ქვეყნის საჯარო-პოლიტიკური მოხელეების უზრუნველყოფა სადაზვერვო ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად ეროვნული უშიშროების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0