„ქურდული სამყაროს“ წევრობა და თანხის გამოძალვა: რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
ბრალდებული დაზარალებულს ფულს სძალავდა „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და რვა წლით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის" შვილი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და კრიმინალური ავტორიტეტი მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარით პერიოდულად აიძულებდა მისთვის თანხის გადაცემას, რის შედეგადაც საერთო ჯამში 15 ათასი ლარი გამოსძალა.
გარდა ამისა, ბრალდებულმა, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი წესების შესაბამისად, დაზარალებულს ძალადობის გამოყენების მუქარით 15 ათასი აშშ დოლარის და მისი კუთვნილი ავტომანქანის გადაცემა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის დეკემბერში დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 223-ე პრიმა („ქურდული სამყაროს“ წევრობა) და 181-ე მუხლებით (გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.
ყველა ახალი ამბავი
0