მინისტრი კახეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე

© photo: Sputnik / Aram Nersesyanირაკლი ქარსელაძე
ირაკლი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
მთავრობამ უკვე მოაწერა ხელი 527 მლნ ლარის საერთო ღირებულების კონტრაქტებს, განაცხადა ქარსელაძემ.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კახეთში ახალი ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის 35-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2024 წელს დასრულდება, განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

„მომავალ წელს გაიხსნება პირველი, ხოლო 2024 წელს – ორი დარჩენილი მონაკვეთი და ყველაზე დატვირთული თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთი ამით უკვე დასრულებული იქნება", – განაცხადა ქარსელაძემ.

მისი თქმით, მთავრობამ უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტებს, რომელთა საერთო ღირებულებაა 527 მლნ ლარი.
როგორც მინისტრმა განაცხადა, გრძელდება სატენდერო პროცედურები საგარეჯო–ბადიაურის მონაკვეთზე. მთავრობის გეგმის მიხედვით, სულ 85-კილომეტრიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა იგეგმება.
მინისტრის თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი ეფექტი უკვე აჩვენა გასულ წელს გახსნილმა გურჯაანის შემოვლითმა გზამ, რომელმაც მგზავრობის დრო ორჯერ შეამცირა.
ამჟამად ასეთივე მნიშვნელოვანი ბაკურციხე–წნორის მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის ზაფხულში კახეთის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა და საგარეჯომდე 35,2-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე სამი ტენდერი გამოაცხადა.
ეს ტენდერები გასული წლის ბოლოს დასრულდა და გამარჯვებულ კომპანიებთან ჯამში 537,8 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა.
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 17-კილომეტრიანი მონაკვეთის ჩათვლით, კახეთში ამ ეტაპზე 52,2-კილომეტრიანი ახალი ავტომაგისტრალი აშენდება, რომლის ჯამური ღირებულება 832,5 მლნ ლარს შეადგენს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0