https://sputnik-georgia.com/20220919/meliqisvilis-semdeg-kostavas-qucis-nawili-caiketeba-meria-gzis-reabilitacias-iwyebs-270572702.html
მელიქიშვილის შემდეგ კოსტავას ქუჩის ნაწილი ჩაიკეტება - მერია გზის რეაბილიტაციას იწყებს
მელიქიშვილის შემდეგ კოსტავას ქუჩის ნაწილი ჩაიკეტება - მერია გზის რეაბილიტაციას იწყებს
Sputnik საქართველო
კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთზე 20 სექტემბრიდან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. 19.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-19T20:50+0400
2022-09-19T20:50+0400
2022-09-19T23:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270557744_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_3641908c12ef638b4791a6130ad60cc8.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.მერიის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი ავტომობილები ვარაზისხევის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან.ამასთან, ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებები მარცხნივ მოხვევით შეძლებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრაონ.როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება. ცვლილებების ნახვა კი მითითებულ ბმულზეა შესაძლებელი.აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის პროექტის წინა ნაწილის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მელიქიშვილის გამზირს. განახლების მასშტაბური პროექტის ფარგლებში აღნიშნული ქუჩა 17 ივნისს ჩაიკეტა, სამუშაოები კი დღეს დასრულდა და საავტომობილო გადაადგილება მელიქიშვილზე თავისუფალია.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270557744_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_9b38a3c5476dd9d713e2d543f596bf62.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საზოგადოება
მელიქიშვილის შემდეგ კოსტავას ქუჩის ნაწილი ჩაიკეტება - მერია გზის რეაბილიტაციას იწყებს
20:50 19.09.2022 (განახლებულია: 23:04 19.09.2022) კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთზე 20 სექტემბრიდან გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე გმირთა მოედნის მიმართულებით არსებულ საგზაო მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს.
მერიის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე 20 სექტემბრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, რის გამოც ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.
რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩების გავლით. მელიქიშვილის გამზირიდან კი ავტომობილები ვარაზისხევის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან.
ამასთან, ქიაჩელის, ახვლედიანისა და ნიკოლაძის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევის ქუჩიდან ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებები მარცხნივ მოხვევით შეძლებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრაონ.
როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, აღნიშნული სამუშაოების გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემაც შეიცვლება. ცვლილებების ნახვა კი მითითებულ
ბმულზეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის პროექტის წინა ნაწილის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა მელიქიშვილის გამზირს. განახლების მასშტაბური პროექტის ფარგლებში აღნიშნული ქუჩა 17 ივნისს ჩაიკეტა, სამუშაოები კი დღეს დასრულდა და საავტომობილო გადაადგილება მელიქიშვილზე თავისუფალია.