მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გუტერეშმა გაეროს შტაბ-ბინის აშშ-დან სხვაგან გადატანაზე კომენტარი გააკეთა

© photo: Sputnik / Michael Klimentyev
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
თბილისი, 19 სექტემბერი − Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის აშშ-დან სხვაგან გადატანა არარეალისტურად მიმაჩნია, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.
გუტერეშმა კითხვაზე, ხომ არ შიშობს, რომ ქვეყნები უფრო აქტიურად დაიწყებენ ორგანიზაციის შტაბ-ბინის სხვაგან გადატანის მოთხოვნით გამოსვლებს, გუტერეშმა თქვა:

„არ ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია. თუმცა მიმაჩნია, რომ მიმღები ქვეყანა ვალდებულია მისცეს სხვა ქვეყნების დელეგაციებს გაეროში ვიზიტებისა და სამუშაოს განხორციელების საშუალება გაეროს ფარგლებში. ეს ჩვენი უკიდურესად მკაფიო პოზიციაა და მე ჯიუტად ვიბრძოდი, რომ რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ვიზები მიეცათ“.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა ალექსეი დრობინინმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა გაეროს შტაბ-ბინის ნიუ-იორკიდან სხვა ადგილზე გადატანის თაობაზე, ვინაიდან აშშ მასპინძელი ქვეყნის ვალდებულებებს არ ასრულებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს კვლავაც არ მიუღია ვიზა გაეროს გენასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად.
ყველა ახალი ამბავი
0