„ქართული ოცნების" დეპუტატი: ოპოზიცია დეპოლარიზაციას აფერხებს

© photo: Sputnik / Stringer"ქართული ოცნების" ლოგო
ქართული ოცნების ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
ალუდა ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციის მიზანი არ არის ქვეყნის პერსპექტივა და ევროინტეგრაცია.
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიცია“ მიზანმიმართულად არღვევს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მთავარ რეკომენდაციას დეპოლარიზაციის აღმოფხვრის შესახებ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 1 ივლისიდან მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს.
პარტიები „ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო საქართველოსთვის", ასევე რიგი დამოუკიდებელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხებზე ცალკე მუშაობენ.
დეპუტატის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის კეკლუცობა, რომელიც ალტერნატიულ კანონპროექტებსა და მსგავს აბსურდულ სისულეებს აანონსებს“, წინააღმდეგობაშია რეკომენდაციებიდან ყველაზე მთავართან – დეპოლარიზაციასთან.

„ამ რადიკალი, მოკეკლუცო ჯგუფების მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული პუნქტის მიზანმიმართულ დარღვევას, რაც ლეგიტიმურად გვაფიქრებინებს, რომ მათი მიზანი არ არის ქვეყნის პერსპექტივა და ევროინტეგრაცია“, – განაცხადა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან.

ამასთან, ალტერნატიულ ფორმატში მომუშავე ოპოზიციონერები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის 12 პირობის რეალიზაცია და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება „საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანაა“.
ისინი პარლამენტში საკუთარი კანონპროექტების ინიცირებას სექტემბრის ბოლომდე გეგმავენ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0