მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დიდი ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ მეორეს დაემშვიდობა

© AFP 2024 / Ian Forsyth კუბოს დედოფალ ელისაბედ II-ის ცხედრით, რომელმაც დატოვა ბალმორალის სასახლე, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გადაასვენეს
კუბოს დედოფალ ელისაბედ II-ის ცხედრით, რომელმაც დატოვა ბალმორალის სასახლე, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში გადაასვენეს - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
ელისაბედ II მამამისის, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში, მისი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიის საჯარო ნაწილი ვესტმინსტერის სააბატოში დასრულდა. ტრანსლაციას ახორციელებდა ტელეარხი Sky News.
© AP Photo / Gregorio Borgiaდედოფალ ელისაბედის კუბოს მიასვენებენ ლონდონში ვესტმინსტერ-ჰოლში
Гроб королевы Елизаветы прибывает в Вестминстер-холл в Лондоне  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
დედოფალ ელისაბედის კუბოს მიასვენებენ ლონდონში ვესტმინსტერ-ჰოლში
თავდაპირველად კუბო დაასვენეს ვესტმინსტერის სააბატოში, სადაც დღის პირველ ნახევარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
საეკლესიო მსახურების დასასრულს გამოცხადდა საერთო ეროვნული დუმილის წუთი, ის ორ წუთს გაგრძელდა. მსახურება აღასრულა ვესტმინსტერის სააბატოს დეკანმა ჯონ ჰოლმა.
© AFP 2024 / Oli Scarff კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი უძღვება მსახურებას დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოს მიღებას ვესტმინსტერ-ჰოლში
Архиепископ Кентерберийский Джастин Уэлби возглавляет службу по случаю приема гроба королевы Елизаветы II в Вестминстер-холл  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ჯასტინ უელბი უძღვება მსახურებას დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოს მიღებას ვესტმინსტერ-ჰოლში
დედოფლის სახელმწიფო დაკრძალვას სამეფო ოჯახის დიდი ნაწილი, სხვა ქვეყნების მონარქები, საზოგადო მოღვაწეები და მსოფლიო პოლიტიკოსები ესწრებოდნენ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
© press-service of the President of Georgiaზურაბიშვილმა ლონდონში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
Зурабишвили оставила запись в книге соболезовнаий в Лондоне - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზურაბიშვილმა ლონდონში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საღამოს კუბო გადაასვენეს ვინძორის სასახლეში, სადაც გაიმართა დაკრძალვის კერძო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა მეფე და სამეფო ოჯახის წევრები.
© AP Photo / Daniel Lealდიდი ბრიტანეთის მეფე კარლ III და პრინცი უილიამი მიყვებიან დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოს ბუკინგემის სასახლიდან ლონდონში ვესტმინსტერ-ჰოლში მსვლელობისას.
Король Великобритании Карл III и принц Уильям идут за гробом королевы Елизаветы II во время процессии из Букингемского дворца в Вестминстер-холл в Лондоне - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
დიდი ბრიტანეთის მეფე კარლ III და პრინცი უილიამი მიყვებიან დედოფალ ელისაბედ II-ის კუბოს ბუკინგემის სასახლიდან ლონდონში ვესტმინსტერ-ჰოლში მსვლელობისას.
ცნობილია, რომ ელისაბედ II მამამისის, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში, თავისი მეუღლის, პრინც ფილიპის გვერდით დაკრძალეს. იქვეა დაკრძალული დედა-დედოფალი, ასევე ელისაბედ მეორის დის, პრინცესა მარგარეტის ნეშტი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0