„ბრწყინვალე მოთამაშე“ - „მილანის“ მწვრთნელმა კვარაცხელიას თამაში შეაფასა

© courtesy of SSC Napoli„ნაპოლი“ - „მილანი“: ხვიჩა კვარაცხელია
„ნაპოლი“ - „მილანი“: ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
გამოწერა
გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას კლუბმა მეშვიდე ტურის შეხვედრაში „სან-სიროს“ სტადიონზე „მილანი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. იტალიის „მილანის“ მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას „ბრწყინვალე მოთამაშე“ უწოდა.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა გუშინ მეშვიდე ტურის შეხვედრაში „სან-სიროს“ არენაზე „მილანი“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ნაპოლისთვის“ პენალტი მოიპოვა.

„კიერი შევცვალე, რადგან მან ყვითელი ბარათი მიიღო, კალაბრია კი - მას კვარაცხელიას წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, ის კი დაიღალა, სხვაგვარად მას არ შევცვლიდი. კიერიც და კალაბრიაც ბოლომდე იბრძოდნენ, კვარაცხელია კი – ნამდვილად ბრწყინვალე მოთამაშეა“, – აღნიშნა „მილანის“ მწვრთნელმა.

„ნაპოლი“ ამჟამად სერია А-ს სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზეა 17 ქულით.
საქართველოს ნაკრების 21 წლის შემტევმა აპრილში „ნაპოლისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ხვიჩა კვარაცხელია მესამე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძისა და ლევან მჭედლიძის შემდეგ, რომელიც იტალიის სერია A-ში ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0