ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირზე მეხუთედ წააგო

© photo: AFP 2020 / Behrouz MEHRIლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
იმისათვის, რომ ტურნირი დადებითო ბალანსით დაასრულოს, გორგაძეს დარჩენილ შვიდ ბრძოლაში მინიმუმ ხუთი მოგება სჭირდება.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მერვე ბრძოლა წააგო.
მერვე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეათე მაეგაშირა ნისიკიფუძისთან დამარცხდა.
ქართველ სუმოისტს სამი მოგება და ხუთი წაგება აქვს. იმისათვის, რომ ტურნირი დადებითო ბალანსით დაასრულოს, გორგაძეს დარჩენილ შვიდ ბრძოლაში მინიმუმ ხუთი მოგება სჭირდება.
გორგაძემ შემოდგომის ტურნირი აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას რანგში დაიწყო. 34 წლის ტოჩინოშინმა წინა ბაშოზე პოზიციების გაუმჯობესება ვერ შეძლო, რადგან ზაფხულის ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
აკი ბაშო კოკუგიკანში 11-25 სექტემბერს იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0