თბილისში პირველად საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი გაიმართება

© AFP 2024 / Kazuhiro Nogiგამოფენა იაპონიაში
გამოფენა იაპონიაში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
შეფ-მზარეულები რამდენიმე კერძს წარმოადგენენ, თითოეულ მათგანს კი სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი Tbilisi Gastro Week საქართველოს დედაქალაქში 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლის გაიმართება.
პროექტის მიზანია სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.
ერთი კვირის განმავლობაში ფესტივალის სტუმრებს გაუმასპინძლდებიან საუკეთესო ქართველი და მსოფლიოში განთქმული, მიშლენის ვარსკვლავის მქონე მზარეულები პორტუგალიიდან, ბრაზილიიდან, თურქეთიდან, დანიიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან.
შეფ-მზარეულები რამდენიმე კერძს წარმოადგენენ, თითოეულ მათგანს კი სომელიე ექსკლუზიურად შერჩეულ, ქართულ ღვინოს შეუხამებს.
ღონისძიებები სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება: 28 სექტემბერს წინანდალში, Radisson Collection Hotel Tsinandali Estate-ში, 29 სექტემბერი რესტორან Republic-ში, 30 სექტემბერს Axis Towers-ის რესტორან Falestra-ში, 1 ოქტომბერს Ciskari-ს ღია სივრცეში, ხოლო ფესტივალის ბოლო დღეს, 2 ოქტომბერს ვახშამი გაიმართება კაფე Littera-ს სივრცეში.
Tbilisi Gastro Week იმართება SOLO-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
დასწრება ფასიანია, ბილეთები უკვე იყიდება ვებგვერდ tkt.ge-ზე.
ყველა ახალი ამბავი
0