თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო „რედისონი ივერია“
სასტუმრო „რედისონი ივერია“ - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტი მონაწილოეობს
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. განათლების ცენტრი LEAF თბილისში 8 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენას მართავს. ამის შესახებ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
გამოფენა 12:00 დან 17:00 საათამდე თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.
გამოფენაზე დასასწრებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე
გამოფენაზე შესაძლებელია შემდეგი პროგრამების არჩევა - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, ონლაინ პროგრამები, კურსები და ტრენინგები.
ორგანიზატორების ცნობით, გამოფენაში მონაწილეობენ მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტები მრავალფეროვანი პროგრამებით.
დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, გაესაუბროს უნივერსიტეტის წარმომადგენელს პირადად, მიიღოს ინფორმაცია დაფინანსების მოპოვების გზების შესახებ, ასევე საერთაშორისო ტესტებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ.
გამოფენის სპონსორები და მონაწილეები არიან სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები: IE University, Academy of Mathematics and Science, Fort Hays State University, The Global American University (Schiller).
ასევე მონაწილეობენ: INTO University Partnerships, CBS International Business School, Audencia Business School, LCC International University, University of Debrecen და ა.შ.
ყველა ახალი ამბავი
0