https://sputnik-georgia.com/20220918/sasixarulo-nisania-zuruko-davitasvilma-bordos-moagebinda-270534206.html
„სასიხარულო ნიშანია“: ზურიკო დავითაშვილის გოლმა „ბორდოს“ მოაგებინა
„სასიხარულო ნიშანია“: ზურიკო დავითაშვილის გოლმა „ბორდოს“ მოაგებინა
Sputnik საქართველო
„ბორდო“ სატურნირო ცხრილში 17 ქულით ლიდერობს 18.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-18T15:07+0400
2022-09-18T15:07+0400
2022-09-18T15:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/12/270531130_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6381be571064d91dc10dd02ccb16ede2.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების მოთამაშის, ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საფრანგეთის „ბორდოში“ ძალიან წარმატებული გამოდგა - „დიჟონის“ კარში მისმა გატანილმა გოლმა „ბორდოელ ჟირონდისტებს" მოგება მოუტანა.საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში „ბორდომ“ „დიჟონს“ უმასპინძლა და სწორედ დავითაშვილის გოლის წყალობით შეძლო სამი ქულის მოპოვება.საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „ბორდოს“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პირველივე წუთებიდან საკმაოდ აქტიური იყო. 87-ე წუთზე მან სოლო რეიდით გაარღვია სტუმრების დაცვის ხაზი და გამარჯვების გოლი გაიტანა. „ბოდრომ" ანგარიშით 2:1 მოიგო.„ბორდოს“ მწვრთნელმა დევიდ გიონმა ზურიკოს თამაში დადებითად შეაფასა.„ჟირონდისტები“ სატურნირო ცხრილში 17 ქულით ლიდერობენ. 3 ოქტომბერს ისინი გასვლაზე „ლავალს“ დაუპირისპირდებიან.„ჟირონდისტები“ საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ექვსგზის ჩემპიონები არიან, ბოლოჯერ „ბორდომ“ საფრანგეთის ჩემპიონატი 2009 წელს მოიგო.ზურიკო დავითაშვილი ადრე ტულის „არსენალში“ თამაშობდა, სადაც 2021 წლის ზაფხულში ვოლგოგრადის „როტორიდან“ გადავიდა (მასზე უფლება „რუბინს“ ეკუთვნოდა).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/12/270531130_123:0:1943:1365_1920x0_80_0_0_229ae5e53a075e3622fde06aaf4c2a8a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
„სასიხარულო ნიშანია“: ზურიკო დავითაშვილის გოლმა „ბორდოს“ მოაგებინა
„ბორდო“ სატურნირო ცხრილში 17 ქულით ლიდერობს
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების მოთამაშის, ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საფრანგეთის „ბორდოში“ ძალიან წარმატებული გამოდგა - „დიჟონის“ კარში მისმა გატანილმა გოლმა „ბორდოელ ჟირონდისტებს" მოგება მოუტანა.
საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის მეცხრე ტურის შეხვედრაში „ბორდომ“ „დიჟონს“ უმასპინძლა და სწორედ დავითაშვილის გოლის წყალობით შეძლო სამი ქულის მოპოვება.
საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელი „ბორდოს“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პირველივე წუთებიდან საკმაოდ აქტიური იყო. 87-ე წუთზე მან სოლო რეიდით გაარღვია სტუმრების დაცვის ხაზი და გამარჯვების გოლი გაიტანა. „ბოდრომ" ანგარიშით 2:1 მოიგო.
„ბორდოს“ მწვრთნელმა დევიდ გიონმა ზურიკოს თამაში დადებითად შეაფასა.
„ვფიქრობ, დავითაშვილმა ნამდვილად ძალიან კარგი გოლი გაიტანა. ჩვენ ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ქართველმა გოლი ისე გაიტანა, რომ არც აკანკალებულა - ეს სასიხარულო ნიშანია“, – განაცხადა დევიდ გიონმა.
„ჟირონდისტები“ სატურნირო ცხრილში 17 ქულით ლიდერობენ. 3 ოქტომბერს ისინი გასვლაზე „ლავალს“ დაუპირისპირდებიან.
„ჟირონდისტები“ საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ექვსგზის ჩემპიონები არიან, ბოლოჯერ „ბორდომ“ საფრანგეთის ჩემპიონატი 2009 წელს მოიგო.
ზურიკო დავითაშვილი ადრე ტულის „არსენალში“ თამაშობდა, სადაც 2021 წლის ზაფხულში ვოლგოგრადის „როტორიდან“ გადავიდა (მასზე უფლება „რუბინს“ ეკუთვნოდა).