სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
დედოფალ ელისაბედ II-თან იხურება ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ყველას ემახსოვრება, დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.
ზურაბიშვილის შაბათს გაფრინდა ლონდონში, სადაც სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. სახელმწიფოს მეთაური ასევე მიწვეულია ოფიციალურ მიღებაზე, ხოლო 19 სექტემბერს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს შემიძლია, ჩემი და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატო სამძიმარი მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დედოფალ ელისაბედ II-თან იხურება ისტორიის დიდი გვერდი, რომელიც მან ძალიან ცოცხალი გახადა და რომელიც ყველას ემახსოვრება.
ელისაბედ II – მეფე ჯორჯ VI-ის და ლედი ელიზაბეტ ბოუს-ლიონის უფროსი ქალიშვილი დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს ლონდონში. 1936 წელს, მამის ტახტზე ასვლის შემდეგ ელისაბედი ბრიტანეთის გვირგვინის მემკვიდრე გახდა.
© AP Photo / Gregorio Borgiaვესტმინსტერ-ჰოლი ლონდონში
Гроб королевы Елизаветы прибывает в Вестминстер-холл в Лондоне  - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
ვესტმინსტერ-ჰოლი ლონდონში
1947 წელს შედგა ელისაბედისა და საბერძნეთისა და დანიის პრინც ფილიპის ქორწილი, რომელმაც უარი თქვა ყველა სხვა ტიტულზე, მიიღო ბრიტანეთის მოქალაქეობა და ედინბურგის ჰერცოგის ტიტული. მათ ოთხი შვილი შეეძინათ: ჩარლზი, უელსის პრინცი, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი და პრინცი ედვარდი, უესექსის გრაფი.
1952 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ელისაბედ II გახდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მმართველი და თავად თანამეგობრობის მეთაური, ანგლიკანური ეკლესიის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.
© AFP 2024 / Ryan Limდედოფალ ელისაბედ მეორის პორტრეტი მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაზე - ბურჯ-ჰალიფზე დუბაიში
Портрет королевы Великобритании Елизаветы II проецируется на Бурдж-Халифа, самое высокое здание в мире, в Дубае - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
დედოფალ ელისაბედ მეორის პორტრეტი მსოფლიოში ყველაზე მაღალ შენობაზე - ბურჯ-ჰალიფზე დუბაიში
ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მომდევნო მონარქი მისი ვაჟი ჩარლზი, უელსის პრინცი – კარლ III გახდა. მას წელს 74 წელი უსრულდება. კარლ მესამის მეუღლე კამილამ კონსორტ-დედოფლის სტატუსი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0