დახმარებისთვის „ქურდულ სამყაროს“ მიმართა: პირს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2022
გამოწერა
სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არაერთხელ მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“.
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვაში ბრალდებული ერთი პირი დამნაშავედ ცნო, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ 2021 წელს მასსა და მოდავე მხარეს შორის არსებული ფინანსური დავის გადასაწყვეტად „ქურდულ სამყაროს“ მიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის სამ წელიწადს ციხეში გაატარებს.
სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც გარჩევებში ჩართეს უცხოეთში მცხოვრები „კანონიერი ქურდი“, და თავადაც მონაწილეობდნენ დავასთან დაკავშირებულ გარჩევაში..
სასამართლომ სამივე „ქურდული სამყაროს“ წევრობაში დამნაშავედ ცნო და 2 წევრს სასჯელის სახით 8 - 8 წლით, ხოლო 1 წევრს - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
წყარო - გენერალური პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0