https://sputnik-georgia.com/20220918/-----jazz-and-wine-kakheti--270532847.html
ღვინო და ჯაზი: წინანდალში ფესტივალი Jazz and Wine Kakheti გაიმართება
ღვინო და ჯაზი: წინანდალში ფესტივალი Jazz and Wine Kakheti გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს „მათრობელა“ ატმოსფეროს პირდებიან 18.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-18T16:35+0400
2022-09-18T16:35+0400
2022-09-18T16:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
საქართველოს რეგიონები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24662/98/246629888_0:163:1759:1153_1920x0_80_0_0_db51be8dfabdf057e3ac21517731851c.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. 15 და 16 ოქტომბერს წინანდლის მამულში რიგით მეექვსე ფესტივალი Jazz and Wine Kakheti გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.ისინი ღვინის დეგუსტაციას მოაწყობენ - ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს სხვადასხვა ღვინის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ასევე სტუმარი ქვეყნის შეფ-მზარეული მეთიუ დოლანი (Chef Matthew Dolan) ღონისძიებაზე მისულებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება.პროგრამის მუსიკალურ ნაწილში სტუმრების წინაშე წარდგებიან ელის ფრენსისი (რუმინეთი), რომელსაც „ელექტროსვინგის დედოფლად“ იცნობენ, კვინტეტი აშშ-დან CAILI O'DOHERTY Quintet, გერმანული ჯგუფი De-Phase და დიჯეი დათუნა მაჩაიძე.ფესტივალის სიახლე იქნება „ჯაზი ბავშვებისთვის“ – 16 ოქტომბერს კეილი ოდოერტის კვინტეტი (CAILI O'DOHERTY Quintet) ბავშვებს ჯაზის სამყაროს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ კვინტეტი მუშაობს ლინკოლნ ცენტრში ამერიკაში ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24662/98/246629888_116:0:1785:1252_1920x0_80_0_0_5821881f0602d28fdfbdf8f923bd86d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , საქართველოს რეგიონები, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , საქართველოს რეგიონები, კულტურა საქართველოში
ღვინო და ჯაზი: წინანდალში ფესტივალი Jazz and Wine Kakheti გაიმართება
ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს „მათრობელა“ ატმოსფეროს პირდებიან
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. 15 და 16 ოქტომბერს წინანდლის მამულში რიგით მეექვსე ფესტივალი Jazz and Wine Kakheti გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
პირველად ფესტივალზე აირჩევენ სტუმარ ქვეყანას, და ამჯერად ეს არის აშშ. Jazz and Wine Kakheti-ს სტუმრებისთვის ქართული ღვინის 20-ზე მეტ მწარმოებელს შეუერთდება ამერიკელი მეღვინე ნათან ზინდერი (Nathan Zeender) Rockland Farms and Winery-დან.
ისინი ღვინის დეგუსტაციას მოაწყობენ - ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს სხვადასხვა ღვინის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ასევე სტუმარი ქვეყნის შეფ-მზარეული მეთიუ დოლანი (Chef Matthew Dolan) ღონისძიებაზე მისულებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდება.
პროგრამის მუსიკალურ ნაწილში სტუმრების წინაშე წარდგებიან ელის ფრენსისი (რუმინეთი), რომელსაც „ელექტროსვინგის დედოფლად“ იცნობენ, კვინტეტი აშშ-დან CAILI O'DOHERTY Quintet, გერმანული ჯგუფი De-Phase და დიჯეი დათუნა მაჩაიძე.
ფესტივალის სიახლე იქნება „ჯაზი ბავშვებისთვის“ – 16 ოქტომბერს კეილი ოდოერტის კვინტეტი (CAILI O'DOHERTY Quintet) ბავშვებს ჯაზის სამყაროს გააცნობს. აღსანიშნავია, რომ კვინტეტი მუშაობს ლინკოლნ ცენტრში ამერიკაში ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ჯაზის საგანმანათლებლო პროგრამაზე.