სროლა კიკეთში - შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. სამართალდამცველები დანაშაულის ჩამდენ ერთ პირს უკვე ეძებენ.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიკეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი სროლის შედეგად დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაჭრილი ქალბატონი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
„კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0