საქართველო შესაძლოა მაღალი დონის ფორუმების ჩატარების მოედნად იქცეს

© photo: Sputnik / Stringerვაკე. ბიზნეს-ცენტრი
ვაკე. ბიზნეს-ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება სურთ
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
ამის შესახებ ქვრივიშვილმა განაცხადა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის უდიდესი ფორუმების გაერთიანება m&i Forum-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მოწვევით იმყოფებიან.

„საქმიანი ტურიზმი ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოდინებას ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან საქმიანი ტურიზმის ფორუმების m&i Forum-ის ორგანიზატორებთან, რათა მათი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა 2023 წელს იყოს საქართველო“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

საქართველოს ესტუმრება 100-მდე გავლენიანი ღონისძიების ორგანიზატორი, რომლებიც შეხვდებიან ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გაეცნობიან ქვეყნის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, აღნიშნა ქვრივიშვილმა.
„შედეგად, მოველით, რომ ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს არაერთ საერთაშორისო დონის ღონისძიებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს პოპულარიზაციასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
m&i Forum-ის შეფასებით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, წარმატებით უმასპინძლოს მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებს. ვიზიტის ფარგლებში m&i Forum წარმომადგენლებმა თბილისში საგამოფენო სივრცეები და სასტუმროები დაათვალიერეს.
კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას უზარამაზარი ზარალი მიაყენა. ტურიზმის აღორძინება 2021 წლიდან დაიწყო – 1 თებერვალს ქვეყნის საჰაერო, ხოლო 1 ივნისს – სახმელეთო საზღვრები გაიხსნა.
სებ-ის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 198,3%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, შემოსავლები, 2019 წლის დონესთან შედარებით, როდესაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების პიკი იყო, 92,8%-ით აღდგა.
შემოსავლებმა ტურიზმიდან 2022 წლის აგვისტოში 522,9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 163%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე – 26,7%-ით მეტი.
ყველა ახალი ამბავი
0