საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვას დაესწრება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.
ელისაბედ II შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში 8 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. 19 სექტემბრამდე მისი კუბო ლონდონის ვესტმინსტერის სასახლეში იქნება დასვენებული, რათა მსურველებმა დედოფალთან დამშვიდობება შეძლონ. ელისაბედ II-ს 19 სექტემბერს ვესტმინსტერის სააბატოში დაკრძალავენ.
„საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
19 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება.
ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური
ყველა ახალი ამბავი
0