კიკეთში სროლა იყო - არიან დაჭრილები

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2022
გამოწერა
რამდენიმე ადამიანი დაჭრილია, მათ შორის ქალები არიან
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. თბილისის გარეუბანში, სოფელ კიკეთში ცოტა ხნის წინ სროლა მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაჭრილია, მათგან ორი ქალია. ისინი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
ამ წუთებში დაჭრილებს სამედიცინო კვლევები უტარდებათ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის თანამშრომლები.
ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0