https://sputnik-georgia.com/20220917/kiketsi-momxdari-mkvlelobisa-da-dawris-faqtze-erti-adamiani-daakaves-270524832.html
კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
Sputnik საქართველო
კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. 17.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-17T20:37+0400
2022-09-17T20:37+0400
2022-09-17T20:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613702_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_726633a95d1c73010beeb14215bdcf42.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კიკეთში მომხდარი ნკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტრო.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიკეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი სროლის შედრგად დაიჭრა რამენიმე ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაჭრილი ქალბატონი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.დაჭრილია 4 ადამიანი, მათგან 2 ქალია, გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი.კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილებს შორის არიან ოჯახის სტუმრები, რომლებიც სუფრაზე იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ცნობით, მათ ათამდე გასროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობისა და დაჭრის ფაქტს მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის წყნეთის გზაზე, სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.ტელეკომპანიის ცნობით, დანაშაულის სავარაუდო მოტივი ვალია, რომელიც დაჭრილის ოჯახს სავარაუდო დამნაშავისთვის ჰქონდა დასაბრუნებელი.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613702_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_be3e781efc49e8a8b568a7471c874f45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
20:37 17.09.2022 (განახლებულია: 20:46 17.09.2022) კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კიკეთში მომხდარი ნკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტრო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიკეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი სროლის შედრგად დაიჭრა რამენიმე ადამიანი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, ხოლო ორი დაჭრილი ქალბატონი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაჭრილია 4 ადამიანი, მათგან 2 ქალია, გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი.
კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა, დაჭრილებს შორის არიან ოჯახის სტუმრები, რომლებიც სუფრაზე იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ცნობით, მათ ათამდე გასროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობისა და დაჭრის ფაქტს მცირეწლოვანი ბავშვიც შეესწრო. რაც შეეხება გარდაცვლილს, ის წყნეთის გზაზე, სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ტელეკომპანიის ცნობით, დანაშაულის სავარაუდო მოტივი ვალია, რომელიც დაჭრილის ოჯახს სავარაუდო დამნაშავისთვის ჰქონდა დასაბრუნებელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.