https://sputnik-georgia.com/20220917/engurhesis-eqspluaaciis-vada-30-wlis-semdeg-dasruldeba-mecnierebi-270523875.html
„ენგურჰესის“ ექსპლუატაციის ვადა 30 წლის შემდეგ დასრულდება - მეცნიერები
„ენგურჰესის“ ექსპლუატაციის ვადა 30 წლის შემდეგ დასრულდება - მეცნიერები
Sputnik საქართველო
„ენგურჰესზე“ სეისმოლოგიურ, გეოლოგიურ და გეოდეზიურ სამუშაოებს ქართველი და გერმანელი მეცნიერები აწარმოებენ 17.09.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-09-17T19:47+0400
2022-09-17T19:47+0400
2022-09-17T19:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
სვანეთი
საქართველოს ენერგეტიკა
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027890_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_b0c4bf5ad8bc85435845a2b5b448e805.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. წამყვანი ქართველი და გერმანელი მეცნიერები „ენგურჰესზე“ მაღალი კაშხლის ხანმედეგობის მონიტორინგის ფარგლებში საველე სამუშაოებს აწარმოებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა უნიკალური აპარატურა, დაინერგა ინოვაციური მეთოდები და ჩატარდა კომპლექსური კვლევები. საველე სამუშაოები კი საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჰესი და მოხდეს რისკების დროული აცილება.ამ ეტაპისთვის მოქმედებს სამი პროექტი, რომელიც დააფინანსა გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა სამინისტრომ. პროექტების განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და მათი საერთო ღირებულება 7,5 მლნ ევროზე მეტია.საქართველოს პრეზიდენტმა „ენგურჰესის“ ტურისტული ზონა დაათვალიერა >>„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.წყარო - ტელეკომპანია „იმედი“.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251027890_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_ac9719bb91647792b754f3617dc910a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საქართველოს ენერგეტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები
ახალი ამბები, საქართველო, სვანეთი , საქართველოს ენერგეტიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები
„ენგურჰესის“ ექსპლუატაციის ვადა 30 წლის შემდეგ დასრულდება - მეცნიერები
19:47 17.09.2022 (განახლებულია: 19:49 17.09.2022) „ენგურჰესზე“ სეისმოლოგიურ, გეოლოგიურ და გეოდეზიურ სამუშაოებს ქართველი და გერმანელი მეცნიერები აწარმოებენ
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. წამყვანი ქართველი და გერმანელი მეცნიერები „ენგურჰესზე“ მაღალი კაშხლის ხანმედეგობის მონიტორინგის ფარგლებში საველე სამუშაოებს აწარმოებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდა უნიკალური აპარატურა, დაინერგა ინოვაციური მეთოდები და ჩატარდა კომპლექსური კვლევები. საველე სამუშაოები კი საშუალებას იძლევა ზუსტად დადგინდეს, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია ჰესი და მოხდეს რისკების დროული აცილება.
მეცნიერების განცხადებით, ჩატარებული სეისმოლოგიური, გეოლოგიური და გეოდეზიური სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ „ენგურჰესის“ ხანმედეგობა 30 წლის შემდეგ დასრულდება.
ამ ეტაპისთვის მოქმედებს სამი პროექტი, რომელიც დააფინანსა გერმანიის განათლებისა და მეცნიერების ფედერალურმა სამინისტრომ. პროექტების განხორციელება 2019 წლიდან დაიწყო და მათი საერთო ღირებულება 7,5 მლნ ევროზე მეტია.
„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარეზეა.
ამ დროისათვის „ენგურჰესის" დადგმული სიმძლავრე 1.300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.
„ენგურჰესზე" სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო, 1978 წელს პირველი აგრეგატი ამუშავდა. მთლიანად ჰესის მშენებლობა 1987 წელს დასრულდა.